რუსი ოკუპანტები ვერ შეძლებენ მნიშვნელოვან წინსვლას ახალი შეტევის დროს, რადგან ისინი აღარ არიან ისეთი ძლიერი, როგორც ადრე. უკრაინის შეიარაღებული ძალები გაცილებით ძლიერია, ვიდრე აგრესორი ქვეყნის ჯარები, – უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
“რა თქმა უნდა, ისინი წინსვლას ვეღარ შეძლებენ, აღარ არიან ისეთი ძლიერები, როგორც ადრე. ახლა ჩვენ მათზე ბევრად ძლიერები ვართ”, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, აღარ აქვს მნიშვნელობა რა ხდება ახლა, რუსეთის ფედერაციის ახალი თუ ძველი შეტევა, რადგან კომპრომისები აღარ არსებობს.
„ვიცით, რომ თუ წავაგებთ, დავკარგავთ ყველაფერს: სახლებს, შვილებს, მშობლებს. ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, ძველია თუ ახალი შემოჭრა. გასული წლის 24 თებერვალს მომხდარის შემდეგ, კომპრომისები აღარ არსებობს. დაირღვა საერთაშორისო სამართალი, ყველაფერი ადამიანური. ჩვენ მათი არ გვეშინია, მათი არავის ეშინია, ყველაფერი მათი გეგმის მიხედვით არ მიდის“, – აღნიშნა ზელენსკიმ.