“postv” ეს ესაა გაავრცელა ოზურგეთის “სპორტულ გამაჯანსაღებელი გაერთიანების” დირექტორის, ბალავინოვის განცხადება, სადაც ის ირწმუნება, რომ ხარიტონ ჩხატარაშვილი თანამდებობიდან არა ოზურგეთის მერმა, არამედ თავად ბალავინოვმა გაანთავისუფლა.
ამასობაში ბატონმა ბალავინოვმა დასძინა, რომ “გურიის მოამბემ” გაავრცელა სიცრუე, როცა ამ გადაწყვეტილების უკან ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე დაასახელა.
თავად ხარიტონ ჩხატარაშვილი კატეგორიულად აცხადებს, რომ მისი განთავისუფლება უშუალოდ ოზურგეთის მერის მიერ მოხდა და მან “გურიის მოამბესთან” საუბარში დააზუსტა, რომ ა(ა) იპის დირექტორმა პირად საუბარში უთხრა, რომ მის სამსახურიდან გაშვებას ოზურგეთის მერი ითხოვს.
რედაქცია დაუკავშირდა იურისტებს, გასაგებია, რომ ამ გადაწყვეტილების უკამ ავთანდილ თალ;აკვაძე დგას მაგრამ იურიდიულად ექნებოდა თუ არა მერს კავშირი მომხდართან.
როგორც იურისტებმა აგვიხსნეს, მართალია სასთატო განრიგის შემუშავებასა და რეორგანიზაციას, აქედან გამომდინარე საკადრო გადაწყვეტილებებს ა(ა)იპის ხელმძღვანელი ღებულობს, მაგრამ არსებული კანონმდებლობითა და მიქმედი რეგულაციებით ეს ხდება მხოლოდ და მხოლოდ ოზურგეთის მერის თანხმობისა და სურვილის შემტხვევაში.
ასე, რომ, ვინმე ბალავინოვი, როცა აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილების უკან ოზურგეთის მერი არ დგას არის სიცრუე, მორიგი არაკვალიფიციურობა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა.
„გავრცელებული ინფორმაცია, რომ ბატონი ჩხატარაშვილი ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ დაითხოვა დაკავებული პოზიციიდან არ შეესაბამება სიმართლეს“, – ინფორმაციას „სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების“ გენერალური დირექტორი კობა ბალავინოვი ავრცელებს.
„მსურს საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის „სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების“ მწვრთნელის, ხ. ჩხატარაშვილის დაკავებული პოზიციიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით.
სინამდვილეში, ა.(ა).ი.პ. „ოზურგეთის სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების“ შიდასტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგად, სპორტულ სექციებში განხორციელებული ცვლილებებისა და შტატების შემცირების გამო, 2023 წლის 1 თებერვლიდან ხ. ჩხატარაშვილი გათავისუფლდა მწვრთნელის პოზიციიდან.
“გურიის მოამბის” მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ბატონი ჩხატარაშვილი ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ დაითხოვა დაკავებული პოზიციიდან არ შეესაბამება სიმართლეს. ეს არის სიცრუე და ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. მის გათავისუფლებას ხელს ვაწერ მე, კობა ბალავინოვი, როგორც “სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების“ გენერალური დირექტორი და არა ოზურგეთის მერი.
რაც შეეხება ბრძანებას, აქ დაშვებული იყო ტექნიკური ხარვეზი, რომელიც სამართლებრივად დაუყოვნებლივ იქნა გასწორებული და მწვრთნელი დაკავებული პოზიციიდან გათავისუფლებულია საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 47-ე მუხლისა და ა.(ა).ი.პ. „ოზურგეთის სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების“ დამტკიცებული წესდების შესაბამისად. ვასაჯაროვებთ ამის დამადასტურებელ ოფიციალურ დოკუმენტებს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
აღსანიშნავია, რომ ოზურგეთის მერს რამდენიმე ათეული ყოფილი თანამშრომელი ადანაშაულებს განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრებების გამო დევნა შევიწროებაში, 40 მათგანი კი სასამართლოში უჩივის ამის გამო.