“შესაძლოა….ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას”– პრაისი “უცხოეთის აგენტების” კანონზე

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, ნედ პრაისი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ მიერ პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს „უცხოეთის აგენტების“ შესახებ.

მისი თქმით, აღნიშნული კანონის მიღება ძირს გამოუთხრის საქართველოს ევროატლანტიკურ პერსპექტივას.

„ღრმად გვაშფოთებს კანონპროექტის გავლენა საქართველოში სიტყვის თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის მისი შესაძლო შედეგების გამო. ჩვენ არაერთხელ გამოვხატეთ ჩვენი შეშფოთება პირდაპირ საქართველოს მთავრობასთან. ინიცირებული კანონპროექტი სტიგმატიზაციას მოახდენს და გააჩუმებს საქართველოს მოქალაქეების დამოუკიდებელ ხმებს, რომლებიც სურთ შექმნან უკეთესი მომავალი მათი საზოგადოებისთვის. გვჯერა, რომ მსგავსმა კანონმა შესაძლოა, პოტენციურად ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, რომლებიც საქართველოს მოსახლეობამ ასე ნათლად გამოხატა ბოლო ათწლეულების განმავლობაში. განცხადებები, რომ ეს კანონმდებლობა ეფუძნება ჩვენს „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტს“, აშკარად სიცრუეა. კანონპროექტი, რომელიც ჩვენ წავიკითხეთ როგორც ჩანს, საფუძვლად უდევს ანალოგიური რუსული და უნგრული კანონმდებლობა და არა ამერიკული”, – აღნიშნა პრაისმა.

შეგახსენებთ, აღნიშნული კანონის განხილვა ბიუროზე გუშინ დაიწყო.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share