დიდი ბრიტანეთის პარლამენტის ლორდთა პალატის შეხვედრაზე, სადაც მიხეილ სააკაშვილის საკითხი განიხილეს, ხაზი ბიძინა ივანიშვილის რუსეთთან კავშირებს გაუსვეს.
ივანიშვილი აკონტროლებს პოლიტიკას, მედიას, შემოფარგლულია რუსეთით – ითქვა ლორდთა პალატაში.
დავუბრუნდეთ ლორდ რიჩარდ ჰარისის მიერ ხაზგასმულ ოლიგარქებისა და მათი გავლენის საკითხს. განვიხილოთ, იქნებ შესაძლებელია მეტი სანქციის დაწესება. ჩვენ არ უნდა უგულებელვყოთ ევროპის საბჭოს მნიშვნელობა, რომელიც ევროკავშირისგან განსხვავებით, გაცილებით მეტ ქვეყანას აერთიანებს. არ უნდა დაგვავიწყდეს მათი გავლენა, პოტენციალი, რაც შეიძლება დაგვეხმაროს საქართველოში დემოკრატიის აღდგენაში”. – თქვა ბარონესა ჟიზელა სტიუარტმა.
ლორდთა პალატის კიდევ ერთმა წევრმა, რიჩარდ ჰარისმა პირდაპირ თქვა, რომ საქართველოში არის მილიონერი, რომელიც აკონტროლებს ფინანსებს, პოლიტიკურ ცხოვრებას, მედიას
“იგი შემოფარგლულია რუსეთით. აქ საკითხი დგას არა მარტო ადამიანის უფლებების დარღვევის არამედ საქართველოს ევროპული მომავლის კუთხით”, – თქვა მან.
ლორდთა პალატის წევრმა ივანიშვილის დასანქცირების საკითხიც არ გამორიცხეს:
“ბიძინა ივანიშვილს არ აქვს ფორმალური და ლეგალური უფლება საქართველოს ხელისუფლებაზე. ჩვენ გვაქვს ანგარიშები მისი რუსეთთან კავშირის შესახებ. ასევე მოვისმინეთ საქართველოს მთავრობის პასუხი საერთაშორისო სანქციებზე რუსეთის წინააღმდეგ. ეს ყველაფერი უნდა გავითვალისწინოთ”- განაცხადა რაზეც ზაკ გოლდსმიტმა