“პუტინის პატიმარია…..დარღვეულია უფლებები”- სააკაშვილის და გვარამიას საქმეები ლორდთა პალატაში განიხილეს

“მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მარტო ერთი კონკრეტული პირის უფლებების დარღვევაზე არ მეტყველებს”- ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პარლამენტში ითქვა, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა განიხილეს.

ბარონ რიჩარდ ჰარისის თქმით, “სააკაშვილის მკურნალობას გაცილებით დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან მთელი ქვეყნის მომავალზე აისახება”.

“ამის უგულებელყოფით საფრთხის ქვეშ დგება საქართველოს საგარეო პოლიტიკა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხი”- დასძინა ლორდმა. 

სააკაშვილის გარდა, ლორდთა პალატამ პატიმრობაში მყოი ნიკა გვარამიას საქმეც განიხილა.

ლორდთა პალატა თვალყურს ადევნებს საქმეს. “ნიკა გვარამია პუტინის პირადი პოლიტიკური პატიმარია”- თქვა ჯიმ ვოლესმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share