„ტაბულას“ დამფუძნებელმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს უნდა ყველა უწესოებად აქციოს. ამის შესახებ ჩერგოლეიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„განსაკუთრებული, სუპერ უმრავლესობა გვინდა, რომ ეს რეჟიმი დავამარცხოთ და სუპერ უმრავლესობას ვერ მოვიპოვებთ, თუ ჩვენ თანმიმდევრულები და წესიერები არ ვიქნებით. უწესობაში ყოველთვის ბიძინა გვაჯობებს და ბიძინას ამოცანაა, რომ ყველა უწესოდ გვაქციოს“, – აღნიშნა თამარ ჩერგოლეიშვილმა.