სახელმწიფოს სრული რესურსი ჰქონდა იმისთვის, რომ პროცესი გაეგრძელებინა. ჩვენ ამ კანონის მიღება შეგვეძლო, თუმცა, ეს კანონპროექტი ზუსტად მაშინ გამოვიხმეთ, როცა სახელმწიფომ თავისი რესურსი აჩვენა. თქვენ ნახეთ, რომ მინიმალური ზომების მიღებით, პროპორციული ძალის გამოყენებით – მხოლოდ წყლის ჭავლი, სპრეი და შესაბამისი გაზი იყო გამოყენებული. არავითარი უხეში ძალა მომიტინგეების წინააღმდეგ, იმის მიუხედავად, რომ მეორე მხრიდან ძალიან უხეში, სრულიად არაევროპული ძალადობა იყო. მეორე მხრიდან მძიმე პროვოკაციების მოწყობის რისკი არსებობდა, რასაც შეიძლებოდა, თუნდაც ერთი ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე რისკის ქვეშ დაეყენებინა. ჩვენ ეს არ დავუშვით.