“ევროკავშირის დროშის დაწვა ვანდალიზმია” – მეუფე ნიკოლოზი

არ მიმაჩნია არავითარ შემთხვევაში გამართლებულად, რომ პოლიციელებს ცეცხლი ან რაღაცები ესროლონ, ქვები დაუშინონ. არ მიმაჩნია ეს სწორად. ევროკავშირის დროშის დაწვაზე თუ მეკითხებით, მიმაჩნია, რომ ეს ვანდალიზმია. 

ვიცი, რომ საპატრიარქომ დეკანოზ სპირიდონზე ძალიან მკვეთრი განცხადება გააკეთა. ის ყოველგვარი ლოცვა-კურთხევის გარეშე იქცეოდა, რაც სრულებით დაუშვებელია.

– ასე შეაფასა ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა „კონსერვატიული მოძრაობის“ აქტივისტების მიერ პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშის ჩამოგდება და დაწვა „ფორმულასთან“ ინტერვიუში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share