დოდო აბაშიძე – ნამდვილი პანტერა

„დოდო თავისი სისუფთავით, ვაჟკაცობით, გონიერებით, სიყვარულით ჩვენი უბნის და მთელი ქალაქის საზომი იყო. ომის დროს „ზემელზე“ პურს ყიდდა, რომ თავისი საძმო გამოეკვება. არაჩვეულებრივი ოჯახიშვილი გახლდათ, ჩემი უფროსი მეგობარი და ყველას გაჭირვების ტალკვესი. დოდოსგან ვისწავლეთ ყველაფერი: ქუჩაში ლაღად დადიოდა, მართალი ნაბიჯი და უდიდესი მოთმინების უნარი ჰქონდა. თავისი ინიციატივით არასოდეს უჩხუბია, მაგრამ თუ დაინახავდა, რომ ვინმეს ჩაგრავდნენ, ან პირადად შეეხებოდა ვინმე, მტრისას, ჩხუბში ნამდვილი პანტერა იყო!“- მითხრა ერთხელ ბატონმა გურამ ლორთქიფანიძემ („ლორთქია“) და საუბრისას ისიც მიამბო, როგორ სცემა დოდო აბაშიძემ „ინტურისტის“ ბაღში, საზაფხულო რესტორან „ორიენტში“ საბჭოთა კავშირის გმირი მელიტონ ქანთარია. რაზე სცემა, ვერ გეტყვით, ბატონ გურამს კონკრეტული მიზეზი არ ახსოვდა („მგონი, უზრდელად მოიქცა და დოდომ ეს ვერ აიტანა. მელიტონი ცოტა უხეში კაცი იყო“), მაგრამ დოდო ამის გამო გაციმბირებას ძლივს რომ გადაურჩა, ფაქტია. მელიტონმა დოდოს სამაგალითო გასამართლება მოითხოვა და არავის თხოვნას არ ითვალისწინებდა – ყველას უარით ისტუმრებდა. თხუთმეტი დღის განმავლობაში დოდოს გათავისუფლებას უშედეგოდ ცდილობდნენ აკაკი ხორავა, კონსტანტინე გამსახურდია, ლეო ქიაჩელი, ელდარ შენგელაია… საბჭოთა კავშირის „პირველი მედროშის“ დაშოშმინება თურმე მხოლოდ სენაკელმა „კანონიერმა ქურდმა“, „ყვავამ“ შეძლო. თავად მელიტონმაც კი გაოცებულმა უთხრა დოდოს: შენ ვინ ყოფილხარ, კაცო?! მთელი ქვეყანა კი მოვიდა ჩემთან სათხოვნელად, მაგრამ „ყვავაც“ თუ შეწუხდებოდა შენი გულისთვის და სენაკიდან ჩამოვიდოდა, არ მეგონაო“…

წყარო-nostal.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 96
    სოფიო ღლონტი-ფარფატა "პეპელა", სიყვარულზე შეყვარებული გურული პოეტიგამარჯობა! გახლავართ სოფიო ღლონტი. დავიბადე 1983 წლის 4 თებერვალს. ჩემი ლოტბარი ბაბუის ნოე ბარბაქაძის დაბადების დღეზე, რაც განსაკუთრებულს ხდის ჩემთვის 4 თებერვალს. ვარ გურული მთელი თავისი შუშპარობით.(ტიტუუუ...ხომ წარმოგიდგენიათ)?....მოვჩქეფ, მოვჩქეფ და მეტიც...გადმოვლახე ჯებირები, მოვრაკრაკებ და მოვედინები... ვამართლებ ზოდიაქოსაც -- ვარ მეწყული , რომლის სიმბოლოა კაცი, რომელიც დოქიდან ღვრის წყალს. ამავე დროს…
    Tags: და, რომ, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, კულტურა
  • 95
    ეროსი მანჯგალაძისა და ქუჩის მათხოვრის ძალიან საინტერესო ისტორიაძალიან საინტერესო ისტორია. ეროსი მანჯგალაძე ძალიან გულჩვილი, კეთილი ადამიანი იყო და რომ იტყვიან, მოყვასისთვის სულსაც არ დაიშურებდა. ეროსის ფეხით სიარული უყვარდა და სპექტაკლსა თუ რეპეტიციაზე სახლიდან ფეხით მიდიოდა ხოლმე. ქაშუეთის ეკლესიასთან ერთი მათხოვარი იჯდა, რომელსაც ცნობილი მსახიობი ყოველთვის მანეთიანს უდებდა ქუდში. ერთ დღეს „კავკასიურ ცარცის წრეზე“ მიმავალმა მსახიობმა ქაშუეთთან ჯიბეები…
    Tags: და, იყო, რომ, მთელი, თუ, კი, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი
  • 95
    კალანდა-ოზურგეთის თეატრის მსახიობები(ვიდეო)კალანდა სიმღერით გურულებს გასულ წელს ოზურგეთის თეატრის კოლორიტმა მსახიობებმა - ომარ ურუშაძემ, ჯემალ კეჭაყმაძემ და აწ გარდაცვლილმა ნუგზარ ბარამიძემ კოლეგებთან ერთად მიულოცეს.
    Tags: და, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, კულტურა
  • 95
    "დაწყევლილი მყავდა ყველა ქართველი, ვინც სამშობლოს ეროვნულ საგანძურს დაუკარგავდა"ერთხელ საფრანგეთში ყოფნისას ისე მომხდარა, რომ ექვთიმეს მთელი დღის განმავლობაში ერთი ჭიქა ჩაისა და ერთი ნატეხი შაქრის მეტი არაფერი ჰქონია. მშიერი დაწოლილა და უნახავს სიზმარი, ვითომ მისმა დამ, ლისამ, მთელი გობი ნიგვზიანი ფხალი და ჭადი მოუტანა. დილით რომ გავიღვიძე აღარ მშიოდაო- ამბობდა ექვთიმე. დღეს მივიღე წერილი და ორი გირვანქა შენს…
    Tags: და, რომ, არ, მთელი, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, კულტურა