“განათლების მინისტრი გიორგი ამილახვარი გახდება” – სამთავრობო კაბინეტში მოსალოდნელ ცვლილებებზე
TV იმედიც საუბრობს. წერს, რომ მოქმედ მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს ამ დრომდე პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე ამილახვარი ჩაანაცვლებს.
მინისტრობის ახალი კანდიდატი გიორგი ამილახვარი მეათე მოწვევის პარლამენტის წევრია „ქართული ოცნების“ პარტიული სიით.