“ტვ პირველის” ჟურნალისტზე, ნატო გოგელიაზე თავდამსხმელი, ალტ-ინფოს წევრი მამუკა ანდღულაძე ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა
შეგახსენებთ, 15 მარტს, ჟურნალისტი ნატო გოგელია ანდღულაძესთან კითხვების დასასმელად სახლში მივიდა, რა დროსაც ანდღულაძე მას ფიზიკურად გაუსწორდა და მობილური ტელეფონი დაუმტვრია. ბათუმის საქალაქო სასამართლომ მას 18 მარტს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა მეორე ინსტანციამ ის სასამართლო დარბაზიდან გაუშვა.
მომხდარზე გამოძიებას ჟურნალისტისთვის საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე სპეციალური საგამოძიებო სამსახური აწარმოებს.