“ქართული ოცნების” დეპუტატმა, ნინო წილოსანმა პლენარული სხდომის მიმდინარეობისას განაცხადა, რომ მომავალი თაობის პროტესტის გამო ჩააგდეს რუსული კანონი და ამით დაამტკიცეს, რომ ახალგაზრდები მათთვის მნიშვნელოვანები არიან.
წილოსანმა ასევე უთხრა მის ოპონენტებს, ვინც GEN Z -ის თაობას მაისურებზე იბრენდავენ, რომ ახალგაზრდებს საერთოდ არ მოსწონთ ამ უცხო ტერმინებით დაბრენდვა.
“ეს თაობა სწორედაც რომ ჩვენი შვილებია, ვისაც ყოველდღიურ რეჟიმში ვუყურებთ, ვიცით რა მოსწონთ, რა იდეები აქვთ, რა უნდათ, რა საჭიროებები აქვთ. და სწორედ იმიტომ, რომ ისინი წარმოადგენენ ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს, და რომ ისინი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვნები არიან, სწორედ ამიტომ ჩვენ გავაუქმეთ ჩვენ ეს ინიციატივა.
GEN Z თაობით რომ ბრენდავთ, ნამდვილად კარგი იქნება გაითვალისწინოთ მათი მოსაზრება, რომ საერთოდ არ მოსწონთ ამ უცხო სიტყვებით და ტერმინებით რომ ცდილობთ მათ გაბრენდვას” – ამბობს წილოსანი.