მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის კონსილიუმის მიერ მომზადებული დასკვნა უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. როგორ მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია აცხადებს, ეს დოკუმენტი იქნება მნიშვნელოვანი მტკიცებულება სტრასბურგში წარსადგენად. „ დასკვნა კარგია რომ იქნება. ჩვენთვის მთავარია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ამის შესახებ უკანასკნელი ცნობები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, უკვე დიდი ხანია გვინდა, რომ დავძრათ საქმე . ვფიქრობ, რომ ადვოკატებს , ვინც მუშაობს ამ საკითხზე უნდათ რომ ჩემ შვილს გადაახედონ ეს“, – განაცხადა ალასანიამ.
სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრები მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად 2 დღის წინ იმყოფებოდნენ. ექიმების შეფასებით, მდგომარეობა საგანგაშოა.