„მტკიცდება ნორმები, რომლებიც ახალისებს ბავშვებისთვის სქესის შეცვლას“

“არსებობს ასეთი გამოთქმა, ფილოსოფოსების მიერ წარმოთქმული, რომ „ოჯახი, ეს არის პირველადი წიაღი ადამიანის კულტურის და თუ დაინგრევა ოჯახი და მოიშლება, მაშინ ჩამოიშლება მთელი კაცობრიობაც“. ჩვენ დღეს, სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ სწორედ ამას ცდილობენ მავანნი თანამედროვე მსოფლიოში. ჩვენ თვალნათლივ ვხედავთ, რომ რიგ ქვეყნებში არის მცდელობა ტრადიციული ღირებულებების დანგრევის და ჩამოშლის, როდესაც თავს ესხმიან ქალის და მამაკაცის ქორწინებას, როგორც ქორწინების ერთადერთ და ნორმალურ და ღვთით დადგენილ ფორმას, თავს ესხმიან ადამიანის სიცოცხლეს ჩასახვის მომენტიდან, ვიდრე ბუნებრივ გარდაცვალებამდე. ჩვენ ვხედავთ, რომ კანონმდებლობების დონემდე, თუ საერთაშორისო ხელშეკრულებების, დოკუმენტების დონეზე მიღებულია ისეთი მტკიცდება, ისეთი ნორმები, რომლებიც ახალისებს ქორწინების გარეშე თანაცხოვრებას. ახალისებს სქესობრივი გარყვნილების ყოველგვარ ფორმას, აბორტებს, გენდერულ იდეოლოგიას, მშობლების ავტორიტეტის დაკარგვას და ა.შ. სამწუხაროდ, იმასაც ვხედავთ, ჩვენს ქვეყანაშიც პოვა ნაწილობრივ ამ ყველაფერმა ასახვა და აი, ამ ყველაფრის მომხრენი დიახ, ბოლო წლებში კიდევ დაემატა ისეთი რამ, რაც არის ბავშვებისთვის სქესის შეცვლა, სქესის შეცვლის დანერგვა და ამის წახალისება. ვინც ამ ყველაფერს ეთანხმება და აკანონებს ისინი ხშირად საუბრობენ ადამიანის უფლებებზე, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ ხედავენ ან არ უნდათ მთავარი რამის დანახვა, რომ ადამიანს გააჩნია მთავარი უფლება, რომ უბრალოდ დაიბადოს და იცხოვროს ამ ქვეყანაზე და მაშინ, იბადება კითხვა, რის საფუძველზე ართმევენ პატარა ბავშვს ამ უფლებას და რის საფუძველზე ითვლება დედის მუცელში ასეთი ბავშვისთვის მოკვდინება კანონიერ საქმედ.

ამიტომ, ძვირფასო ძმებო და დებო, დღეს, ოჯახის დაცვა, ტრადიციული ქორწინების დაცვა, სიცოცხლის დაცვა, ეს არის ნამდვილი ბრძოლა ნამდვილი ადამიანის უფლებებისთვის, ეს არის ბრძოლა სიცრუესთან, ბოროტებასთან და შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ბრძოლა სიკვდილის კულტურასთან. [IPN]თქვა მოსაყდრე შიომ, სამების საკათედრო ტაძარში, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, ქადაგებისას

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share