კობახიძემ მიწოდა საცოდავი კაცი – “ჩემი შენ გითხარიო, გული მოგიკალიო” – ლევან ბერძენიშვილი

”ირაკლი კობახიძემ მიწოდა საცოდავი კაცი, მე უნდა გითხრათ, რომ ეს არის ძალიან ცნობილი ფსიქოლოგიური საკითხი “ჩემი შენ გითხარიო, გული მოგიკალიო”, საცოდავი მე და მაგას შორის ვინ არის, მე ძალიან კარგად ვხედავ. დიახ, მე საცოდავი ვარ და ყველანი საცოდავები ვართ, ისეთი ხალხის ხელში აღმოვჩნდით. მაგრამ უნდა შევახსენო ბატონ ირაკლის, რომ ადამიანის და პიროვნების შეფასების კრიტერიუმები არსებობს – ზოგს აფასებენ იმის მიხედვით, რა გააკეთა, ზოგს ბიოგრაფიაში რა აქვს, ზოგს რა დაწერა, რა გამოაქვეყნა.

თუ აინტერესებს ძალიან, შევადაროთ ერთმანეთს, მე შემიძლია, მასაც კი შევეჯიბრო, პირადად მას, მაგ მართლაცდა საცოდავ არსებას. მთელი მისი ოჯახი რომ მიბმული იყო, როგორც ჩემზე ითქვა ერთხელ, “შნურით”, მე მაშინ გულაგში ვიჯექი და ამ უბადრუკი ადამიანისგან ასეთ შეურაცხყოფას მე არ მოვითმენ და არ ავიტან და ყოველთვის ვუპასუხებ.” –

განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა ფორმულას გადაცემა კომენტარში. ბოლო პერიოდში ბერძენიშვილი არაერთხელ გახდა პრორუსული ჯგუფების მხრიდან თავდასხმის მსხვერპლი, მის წინააღმდეგ მმართველი პარტიაც აქტიურად აწარმოებს ცილისმწამებლურ კამპანიას.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share