”ამაზე კომენტარს ნამდვილად არ გავაკეთებ. ამ შემთხვევაში, თავს შევიკავებ. [დღეს სალომე ზურაბიშვილის მიერ ხელისუფლების მიმართ გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს], რა თქმა უნდა, არ ვეთანხმები. იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ხელისუფლებაში და არასწორია. ყველაფერს, რასაც ვაკეთებთ, ვაკეთებთ ჩვენი ქვეყნისთვის და ვფიქრობთ, ჩვენი სწორი არჩევანია, ვთქვათ, ეს თუ იმ მიმართულებით, ჩამოთვალა ქალბატონმა სალომემ. ძალიან სამწუხაროა, რომ ასე ფიქრობს.”
განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით.