ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი ”ნაციონალური მოძრაობიდან” თათია ნიკოლაშვილი სოციალურ ქსელით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მოქალაქეების მძიმე საცხოვრებელი პირობების შესახებ საუბრობს:
”მძიმე მოსასმენი და სანახავია ეს ყველაფერი, ადგილზე კიდევ უფრო რთული იყო..
ეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტია, სადაც სულ 19 000 ადამიანი ცხოვრობს და მათგან 11 743 რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ბაზაში! სრული კატასტროფაა!
ეს ადამიანები, სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ შენობაში, უმძიმეს პირობებში არიან შეკედლებულები, თუ ამას საერთოდ შეიძლება ეწოდოს პირობები.
აი წარმოიდგინეთ, აქ ბავშვები ცხოვრობენ, ამ გაუსაძლის მდგომარეობში და ამ დროს, რას აკეთებენ ხელისუფლების წარმომადგენლები ?
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო დავით შარაშიძე • დავით შარაშიძე • Davit Sharashidze – ეს ხალხი ხომ თქვენს გვერდით ცხოვრობს, ამ ხალხის ფულს რომ იპარავთ ბიუჯეტიდან და პირად კომფორტს იქმნით, ადამიანობაც ასე რამ დაგაკარგვინათ? ღარიბაშვილი ამ ჩოხატაურზე საუბრობდა – ტურისტულ ჰაბად უნდა ვაქციოო.. ასე დასცინიან ადამიანებს..
სამარცხვინოები ხართ ყველა – ვინც, ამას ხედავთ და ხმას არ იღებთ, თითს არ ანძრევთ” – აცხადებს ნიკოლაშვილი.