”დღეს ვუსმინე საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს. ჩემი შეფასებით, მას კარგად ესმის ის გამოწვევები, რომლებიც კანდიდატის სტატუსის მომლოდინე ქვეყნის წინაშე დგას. ამ ჩამონათვალში უმთავრესი წინაღობა ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტის ნიკა გვარამიასთვის თავისუფლების აღკვეთაა.
თუ საქართველოს სურს ააშენოს დემოკრატიული სახელმწიფო, თავისთავად, უმთავრესი ფუნდამენტი თავისუფალი სიტყვის დაცვა უნდა იყოს. ევროკავშირსა და ევროპარლამენტში ვერ ნახავთ ისეთს, ვისთვისაც გასაგებია ნიკა გვარამიას პატიმრობა. ეს არის პოლიტიკაზე მაღლა მდგომი საკითხი და დაუყოვნებლივ გადაჭრას საჭიროებს. ჟურნალისტის პატიმრობა პირდაპირ კეტავს გზას ევროკავშირისკენ. პრეზიდენტის ინტერვიუ ცხადყოფს, რომ ერთნაირად გვესმის ამ პრობლემის მნიშვნელობა.”
სალომე ზურაბიშვილმა უკრაინსკაია პრავდასთან ინტერვიუში ნიკა გვარამიას პატიმრობასტან დაკავშირებით თქვა: “ვიღებ პასუხისმგებლობას, ვიმოქმედებ, როცა გადავწყვეტ, შევიწყალო თუ არა”