კოცნა პუტინისგან, ინსტალაცია „მე, შენ და ბუშტები“, ბიჭი მტრედებთან და ინდუისტები – 29 ივნისის გამორჩეული ფოტოები

წარმოგიდგენთ 29 ივნისს მსოფლიოს მასშტაბით გადაღებულ გამორჩეულ ფოტოებს.

შოტლანდიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნიკოლა სტურჯენი მიემართება Covid 19-თან დაკავშირებულ დაკითხვაზე, რათა მტკიცებულებები წარმოადგინოს პანდემიის პერიოდში შოტლანდიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ.
ლონდონი, გაერთიანებული სამეფო 📸 Tolga Akmen

ლიზა ჰერბერტი Roslyn Packer Theatre-ში პერფორმანსით გამოსვლისას.
სიდნეი, ავსტრალია 📸 Don Arnold

ხალხი გამოდის ლგბტ პრაიდზე, ოახაკის შტატში.
ტეუანტეპეკი, მექსიკა 📸 Luis Villalobos

მუსლიმი ბიჭი ადჰა-ბაირმის ლოცვის შემდეგ თამაშობს მტრედებთან, ვალაჯას მეჩეთში
ჩენაი, ინდოეთი 📸 Idrees Mohammed

საგზაო სამსახურის თანამშრომლები შლიან ტრამვაის, რომელიც პოლიციელის მიერ 17 წლის ბიჭის მოკვლის გამო დაწყებული პროტესტის დროს დააზიანეს პარიზის სამხრეთ-დასავლეთით.
კლამარტი, საფრანგეთი 📸 Emmanuel Dunand

ქალი ქოლგით, ქუდით და სახის ნიღბით ცდილობს ზაფხულის ცხელ დღეს მზისგან თავის დაცვას.
პეკინი, ჩინეთი 📸 Andy Wong

ქალი დახმარების სათხოვნელად რეკავს თავისი სახლიდან, რომელიც რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად განადგურდა.
კრამატორსკი, უკრაინა 📸 Celestino Arce

კანადის ტყის ხანძრების გამო წამოსული ნისლი Pittsburgh Pirates-სა და San Diego Padres-ს შორის ბეისბოლის მატჩის დროს.
პიტსბურგი, აშშ 📸 Gene J Puskar

უკრაინელი მებრძოლები 57-ე მოტომსროლელი ბრიგადიდან ისვენებენ ბახმუტის ფრონტის სიახლოვეს, დონეცკის ოლქში.
ჩასივ-იარი, უკრაინა 📸 Anadolu Agency

Chicago White Sox-ის წევრ ლუის რობერტ უმცროსს თანაგუნდელები ულოცავენ მას შემდეგ, რაც მან კალიფორნიაში, Los Angeles Angels-ის წინააღმდეგ ბეისბოლის მატჩის პირველ ტაიმში ორი გარბენის მიიღო.
ანაჰაიმი, აშშ 📸 Mark J Terrill

ვიზიტორი იაპონელი არტისტის იაიოი კუსამას ინსტალაციის – You, Me and The Balloons (მე, შენ და ბუშტები) დათვალიერებისას მანჩესტერის საერთაშორისო ფესტივალის დაწყების წინ.
მანჩესტერი, დიდი ბრიტანეთი 📸 Phil Noble

ინდუისტები დგანან რიგში, რათა რეგისტრაცია გაიარონ ყოველწლიურ ამარნათის პილიგრიმთა შორის მოსახვედრად.
ჯამუ, ინდოეთი 📸 Channi Anand

მეხანძრეები ცდილბენ 17 წლის ბიჭის სიკვდილის გამო დაწყებული არეულობის დროს გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას.
ნანტერი, საფრანგეთი 📸 Poitout Florian

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დაღესტანში სამუშაო ვიზიტის დროს ქუჩაში გამოსულ ხალხს ხვდება.
დერბენტი, რუსეთი 📸 Gavriil Grigorov

newshub.ge
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share