მე გავაკეთებ იმას, რაც უკეთესი იქნება “ქართული ოცნების” ხელისუფლების შესაცვლელად – ნიკა გვარამია სამომავლო გეგმებზე

“მე გავაკეთებ იმას, რაც უკეთესი იქნება “ქართული ოცნების” ხელისუფლების შესაცვლელად”, – ამის შესახებ “მთავარი არხის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “ღამის მთავარი” საუბრობს.

”მე თვითონ არ მაქვს ჯერ არანაირი გადაწყვეტილება… მე არ ვიტყვი ახლა ამ ეთერში, რომ პოლიტიკაში არ წავალ. არავითარ შემთხვევაში, მაგრამ ვერც საწინააღმდეგოს ვერ ვიტყვი. მე გავაკეთებ ნებისმიერ ვითარებაში იმას, რაც, ჩემი აზრით უპირველეს ყოვლისა, და მერე სხვების აზრითაც, ვინც მე მაინტერესებს, ვის აზრსაც ვენდობი, მაგალითად, ერთ-ერთი შენც ხარ [ეკა კვესიტაძე], რაც უკეთესი იქნება “ქართული ოცნების” ხელისუფლების შესაცვლელად.

მე “ქართული ოცნების” ხელისუფლების 2024 წელს შეცვლას ვუყურებ, როგორც ამ ქვეყნისთვის ეგზისტენციალური მნიშვნელობის საკითხს და მგონია, რომ ან ჩვენ 2024 წელს მივდივართ ევროპაში დაჩქარებული ტემპით, ან ჩვენ მძიმე გადაწყვეტილებას ვიღებთ ჩვენი სამშობლოს ცივილიზაციის სწორ მხარეს მიღმა დატოვების შესახებ,” – თქვა ნიკა გვარამიამ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share