საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, სადგურ მარელისთან ჩამოწოლილი მეწყრისგან ლიანდაგები სრულად გაწმენდილია და აღდგენილია საკონტაქტო ქსელი. მათივე ცნობით, საქართველოს რკინიგზაზე მოძრაობა დღეს, 17:00 საათიდან განახლდება.
კერძოდ, დღის მეორე ნახევარში შესრულდება შემდეგი რეისები:
მაგისტრალური მიმართულებით მოძრავი მატარებლები:
- #804 თბილისი-ბათუმი 17:05
- #807 ბათუმი-თბილისი 17:15
- #801 ბათუმი-თბილისი 18:20
- #812 თბილისი-ბათუმი 0:35
- #811 ბათუმი-თბილისი 0:45
- #869 ზუგდიდი-თბილისი 17:25
- #874 თბილისი-ფოთი 17:30.
შეგახსენებთ, მეწყრის გამო პირველ, 2 ასევე 3 ივლისის დღის პირველ ნახევარში საქართველოს რკინიგზის რეისები გაუქმდა.