ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი ენმ-დან კახა ასკურავა სოციალურ ქსელში წერს:
”პოსტვ-მ კელი დეგნანთან ჩაგვიშვა.
ამათ ჰგონიათ,რომ როცა რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ვიბრძვით(როგორც შეგვიძლია)ამით პარტიულ დავალებებს ვასრულებთ ან/და ვინმეს დავალებებს.
ვაი თქვენს პატრონს…ისე არც მიკვირს!
თქვენ ხომ მართლაც ვერ წარმოგიდგენიათ სხვანაირად, იდგე შენი სამშობლოს სამსახურში რიგითი რიგითებს შორის და აქედან არანაირ გამორჩენას არ ელოდებოდე.ან ორი შვილის მამა,სახლში მშვიდად როგორ უნდა იჯდე,როცა შენი სახლიდან რამოდენიმე კილომეტრში თავზე ლაფს გასხამს.მე,იმ ე.წ ტურისტებზე მეტად,ამ კოლაბორაციონალებთან მაქვს პრეტენზია,რომ ყველა მიმართულებით მოარღვიეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და უსაფრთხოება!” – წერს ასკურავა,