ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე კურორტ შოვში მეწყერის ჩამოწოლის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:
„სამწუხაროდ მსხვერპლიცაა. გარდაცვლილიც იპოვეს. დილას განაახლებენ მუშაობასო, სიბნელეში ვერტმფრენი ვერ მუშაობსო, ნუთუ მძლავრი პროჟექტორები არ არსებობს? რაღა დროს დღე და ღამეა ამ ეპოქაში?“ – წერს ნათია ფანჯიკიძე.
შეგახსენებთ, რაჭაში მეწყერი ცოტა ხნის წინ ჩამოწვა, შემთხვევა სასტუმრო “სანსეტ შოვის” მიმდებარედ მოხდა. მეწყერს 2 ადამიანი ემსხვერპლა. მაშველებმა მათი ცხედრები სტიქიის ზონაში მიწის დამუშავების დროს იპოვეს.