სებ-მა შეუქმნა საფრთხე ემიგრანტებს, მათ შეიძლება ვეღარ შეძლონ გადმორიცხვები – მოსიაშვილი

„სებ-მა შეუქმნა საფრთხე საქართველოს თითოეულ მოქალაქეს იმიტომ, რომ ეს ნამდვილად ქმნის საფუძველს, რომ მინიმუმ უცხოეთში წასულმა ემიგრანტებმა ვეღარ შეძლონ გადმორიცხვები,“ – ასე აფასებს „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრი, ნიკა მოსიაშვილი სებ-ის გადაწყვეტილებას დაიცვას ოთარ ფარცხალაძე.

როგორც „რეაქციაში“ ნიკა მოსიაშვილი ამბობს, მთელი სახელისუფლებო რგოლი იცავს ფარცხალაძეს და არ გამორიცხავს, რომ მისი დაცვის ბრძანება ბიძინა ივანიშვილისგან მიეღოთ.

ალბათ, ძალიან დიდი დაფიქრებაც არ უნდა, როგორ არის მომართული სისტემის ყველა რგოლი – დაწყებული თავისი არაფორმალური და ფორმალური მმართველებით, საბანკო სისტემით, რომ როგორმე ამ ქვეყანაში “გააპრავონ” და დაიცვან სანქცირებული ადამიანი, რომელიც ამერიკელებმა გვითხრეს, რომ არის აგენტი.
ის, რომ ამ გადაწყვეტილებით სებ-მა შეუქმნა საფრთხე საქართველოს თითოეულ მოქალაქეს იმიტომ, რომ ეს ნამდვილად ქმნის საფუძველს, რომ მინიმუმ უცხოეთში წასულმა ემიგრანტებმა ვეღარ შეძლონ გადმორიცხვები. ალბათ, რუსეთის რომელიმე ბანკს მიგვაბამენ, ალბათ აქვთ გეგმა 2.
ერთ დღეს ყველამ უარყო და მერე ალბათ ზარი იყო ბიძინა ივანიშვილისგან და გადაფარა ყველა.
არც გამოძიებას აქვს მნიშვნელობა, არც საპარლამენტო კომისიის შექმნა, რამდენიც უნდა ატრიალონ რომ გადატრიალებას აპირებენო – გადატრიალება კი არა, ფანჯრებიდან გადმოყრაა ამის გამოსავალი,“ – ამბობს ნიკა მოსიაშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share