“თუ თავისუფლების სურვილი აგენტობაა, მაშინ მე აგენტი ვარ და ამაყი ვარ ამით,“ – ეს განცხადება მსახიობმა კახა გოგიძემ „რეაქციაში“ გააკეთა.
გოგიძე თვლის, რომ უკანდაუხევლობა და უკომპრომისო ბრძოლაა გამოსავალი.
”ჩვენი უბედურება ისაა, რომ ყოველთვის ვებრძვით სიმპტომებს და სათავეა პრობლემა. ლექსო ლაშქარავას ცხედარი დედას რომ მოსტაცეს, ამის მერე რამე არ უნდა გაგვიკვირდეს. ის მომტაცებლები, სუფრასთან ხომ ისხდებიან, გვამების გამტაცებლები არიან, ასეთები შეყარეს. სიმყრალეს დეზოდორანტით რომ ეომო, არ არსებობს, სიმყრალეა გასატანი.
გაისმა, რომ გრიგორიადისის გვერდით ვართ, ბევრი ფიქრობს ასე, ფიქრი კი არა, გვერდში დგომა უნდა და მის გვერდში დგომაა ახლა რუსთაველზე. ახლა ჩვენ რომ ვართ თითო ბარტყის გადაგდების მდგომარეობაში, მერე ისინი გახდებიან თითო ბარტყის გადაგდების მდგომარეობაში – ჯერ გამოუშვებენ ლაზარეს, ბიჭო, ესენი ძალიან გაგიჟდნენ და გავუშვათ, მერე რომ არ გავჩერდებით, მერე კიდევ რაღაცას იზამენ.
უნდა დავივიწყოთ, ვინ რა პლატფორმაზეა, უნდა შევიკრიბოთ და ვიმსჯელოთ, რა ვქნათ. ყოველდღიური რუტინა უნდა იყოს გამარჯვებისკენ სწრაფვა.თურნავა წადი კი არა, ხელისუფლება წადი, მოდი თურნავა გავუშვათ, ცოტა ხანი გავაჩეროთ, კიდევ რომ არ გაჩერდები, მოდი, ლაზარე გავუშვათ, მერე მოდი და მოდი, წავედით იქნება, მოხდება ეს, ამაზე დიდი ურჩხული გავუშვით,” – ამბობს გოგიძე.