პირველი ბზარი ოპოზიციაში სალომე ზურაბიშვილმა შემოიტანა, ივანიშვილის თამაშის ნაწილია – გუბაზ სანიკიძე

გუბაზ სანიკიძე ამტკიცებს, რომ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილის თამაშს თამაშობს.

როგორც პარლამენტის წევრმა ეკა მიშველაძის “საჯარო პოლიტიკაში” განაცხადა,  ზურაბიშვილს ვანო მერაბიშვილის “პირველი მოადგილეობა” უნდოდა:

”სალომე ზურაბიშვილი ივანიშვილის თამაშის ნაწილია. გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ვიყავი და მინდა გაგახსენოთ, რომ პირველი ბზარი ოპოზიციაში სალომემ შემოიტანა. იგი მოვიდა და გამოგვიცხადა, რომ მერაბიშვილის პირველ მოადგილეობას აპირებდა. რამე მეშლება, სალომე? მერაბიშვილის მოადგილეობას რომ აპირებდი და ძლივს დაგაკავეთ მაშინ. ახლა რომ ლაპარაკობთ, რომ სალომე ზურაბიშვილი ყოფილა მედროშე ოპოზიციის, ყველა შეკრება იყო ამ ქალის გაჩერების, რომ რამე თანამდებობაზე არ წასულიყო. ყველაზე სუსტი რგოლი ეს ქალი იყო” – აღნიშნა სანიკიძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share