“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი, შალვა ნათელაშვილი “ქართული ოცნების” დამფუძნებლისთვის სანქციების დაწესებას ითხოვს.
ნათელაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილს აშშ-მ და ევროპამ ისეთივე სანქციები უნდა დაუწესოს, როგორი სანქციებიც რუს ოლიგარქებს დაუწესა. პირველი ლეიბორისტი ამბობს, რომ ივანიშვილს კაპიტალი რუსეთში აქვს ნაშოვნი, ნაწილი კი “ქართველი ხალხის ძარცვით” მოაგროვა.
უკრაინაში კაცობრიობა დადგა, გლობალური მესამე მსოგლიო, ბირთვული ომის საფრთხესთან, რომელიც მოამზადა რუსულმა ოლიგარქიამ, სადაც ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი გახლავთ, საქართველოს ტოტალიტარული მმართველი, ბიძინა ივანიშვილი, რომელის ქონების სანქცირებაზე ჩვენ 10 წელია ვაშინგტონსა და ბრიუსელში ვაყენებთ საკითხს ამ მილიარდებიდან გამოტანებულია მოსკოვიდან საქართველოს დასამონებლად, ხოლო ნაწლი ართმეულია ჩვენი ქვეყნის ძარცვა-გლეჯით და გარადიცხულია ამერიკა-ევროპის ქვეყნებში.
ვფიქერობ დღეს, როდესაც აჩვენენეს პროცესებმა, რომ ივანიშვილის რეჟიმი კოალიციაშია ლუკაშენკო-პუტინთან, ამ დიდი ომის პროცესში, სადაც კაცობრიობა დადგა ცალკე და ჯგუფი კი, კუთხეში მოქცეულია, როგორც ვირთხები. ვფქირობ მეტი მტკიცება რაღა უნდა არსებობდეს იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილზე ამერიკამ და ევროპამ დააწესოს იგივე სანქციები, რად დღეს და გუშინ დაუწესა მთელ რუსულ ოლიგარქიას. ეს ჩვენი ხალხის გამოხსნა იქნება პუტინის ტყვეობიდან.