“დაკარგა სიდინჯე და ქართული ქცევა” – ასე აფასებს “ოცნების” თავმჯდომარის თავდასხმებს პრეზიდენტის ძმა, რომელიც პარიზიდან საქართველოში რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა.
ოთარ ზურაბიშვილი პრეზიდენტის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას “შაბათის ეთერისთვის” მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ეხმიანება და ამბობს, რომ სცენაზე ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის წინააღმდეგ საკუთარი ნებით არ გამოსულა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის თანხმობის გარეშე, იმპიჩმენტის პროცედურა არ დაიწყებოდა.
მეხუთე პრეზიდენტის ნდობით აღჭურვილი პირი “ფარდის უკან მოლაპარაკებებზე” “შაბათის ეთერთან” ღიად ალაპარაკდა.
“თათბირი იყო დათვთან ბუნაგში, უთხრეს და გამოვარდა სცენაზე”- აცხადებს მეხუთე პრეზიდენტის ძმა ირაკლი კობახიძის მისამართით.
ამასთან, ოთარ ზურაბიშვილისთვის რთული ამოსახსნელი არ არის, რატომ იგონებს პერიოდულად “ქართული ოცნება” პოლიტიკურ სკანდალებს და შემდეგ საზოგადოებას რატომ აიძულებს ამაზე ლაპარაკს.
ზურაბიშვილი ფიქრობს, ეს ყურადღების გადასატანად ხდება, ასე უფრო მარტივად იპარავენ, მილიარდებს რომელიც მოქალაქეებს ეკუთვნით.
რაც შეეხება ნიკო ნიკოლაძის შთამომავლებისთვის თვითმარქვიების ძახილს, ოთარ ზურაბიშვილი ამბობს, რომ “ალბათ მამამისი საფლავში ტრიალებდა”, როცა კობახიძემ პრეზიდენტს წინაპრები წაართვა.
”თმაშიშილა ირაკლიმ რაც არ უნდა თქვას, მე ამას ვერ მოვსიმენ. მთავარია რა ნაბიჯებიც არის გადადგმული ევროპისგან ბოლომდე იყოს. ეს არის ჩემი და ჩემი დის ცხოვრების გიდი. ჩვენ ერთი ინტერესი გვაქვს ჩვენი ქცეყნის მომავალი. მეტი არაფერი. ის აკეთებს დიდ წელს, მე ჩემს წილს”- აცხადებს ზურაბიშვილი.