2024 წელი ან იქნება ახალი საქართველოს გამარჯვება და ევროკავშირისკენ მსვლელობა, ან იქნება საქართველოს დასასრული – გვარამია

„2024 წელი ან იქნება ახალი საქართველოს გამარჯვება, ახალი საქართველოს აღმოჩენა, დაფუძნება და ევროკავშირისკენ მსვლელობა, ან იქნება საქართველოს დასასრული, რუსეთის მიმართულება იქნება,“ – ნიკა გვარამიამ პოლიტიკურ გეგმებზე „რეაქციასთან“ საუბრობს.

გვარამიას თქმით, მისთვის ახალი პლატფორმა, ახალი შესაძლებლობები უმთავრესია. როგორც ნიკა გვარამია ამბობს, რომ ხელისუფლების შეცვლას ახალი შესაძლებლობებითა და მიდგომებით ხედავს.

იქნება თუ არა “ნაციონალურ მოძრაობასთან” თუ დამოუკიდებლად იმოქმედებს, ამ კითხვაზე ნიკა გვარამია კონკრეტულად არ პასუხობს.

ამოსავალი სიტყვა არის – ახალი – ახალი შესაძლებლობები – ეს მოხდება ძველი კონფიგურაციებისა თუ ახალი კონფიგურაციების საშუალებით, ნებისმიერ შემთხვევაში ეს უნდა იყოს ახალი – ახალი არ ნიშნავს ყველა ახალ ადამიანს. ახალი ტელევიზია გავაკეთე, მაგრამ იქ გამოცდილი ადამიანებიც იყვნენ და ახალი სახეებიც – ახალი შესაძლებლობებია ჩემთვის საინტერესო,“ – ამბობს გვარამია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share