დიდი შეკრება ათონელის რეზიდენციაში. ცნობილი სახეები დღეს პრეზიდენტის პროექტის მონაწილეები გახდნენ. “ქართული ოცნების” უმოქმედობის საპასუხოდ დაწყებული ხელმოწერების კამპანიას ხელოვანები შეუერთდნენ. ლელა წურწუმია, გიული ჩოხელი, თამარ ჭოხონელიძე, მაკა მახარაძე, ეთერ თათარაიძე – მწერლები, მხატვრები, მსახიობები მომღერლები , ყველა ამ წუთებში პრეზიდენტის სასახლეშია შეკრებილი. შეხვედრამდე, ხელოვანები ხელმოწერებით შეუერთდნენ პრეზიდენტის ინიცირებულ კამპანიას.
მე ევროპაში შევედი, რომ დავიბადე. ევროპა არის საშუალება, შენი თავი იცნო და გაიგო, ვინ ხარ. იმიტომ, რომ შენ უნდა გაიგო ვინ ხარ. სხვას არ უნდა მიბაძო. ჩვენ ყველა ევროპელები ვიყავით, ვართ და ვიქნებით”- განაცხადა გიული ჩოხელმა.
აქამდე იყო ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი. ახლა კი ზურაბიშვილმა შეხვედრების მასშტაბიც და წრეც გაზარდა. ემსგავსება თუ არა ეს ყველაფერი პრეზიდენტის დამოუკიდებელ პოლიტიკურ კამპანიას? შეხვედრა ჟურნალისტებისთვის დახურულია, თუმცა ვიცით რომ იყო სალომე ზურაბიშვილის მიმართვა. ახლა მთავარი ინტრიგაა, რა ჰქონდა პრეზიდენტს იმ ხალხისთვის სათქმელი, რომელთა სიტყვასაც საზოგადოებაზე დიდი გავლენა აქვს.