ფეხს ვითრევდი…
ვიცი ამ პოსტით ოზურგეთის თეატრი და ბევრი გურული უნდა გავაღიზიანო, მარა როგორც გურულმა რომ არ ვთქვა, არ შემიძლია.მოყვარეს პირში უძრახეო…
დავესწარი რუსთაველის თეატრში ოზურგეთის თეატრის სპექტაკლს ,,,ექვთიმე“, არაფერს კარგს არ ველოდებოდი გოჩა კაპანაძის რეჟისურით, მარა ნანახმა ყოლიფერს გადააჭარბა,
პირველი, ფიზიკური – ბოლმა ლამის დამახრჩო, მეგონა ჯონ კარპენტერის ფილმის ნისლი-ს გადაღებაზე ვიყავი, მარა ამაზე ვარესი მსახიობების ცუდმა თამაშმა და მერე კიდო ისტორიის დამახინჯებამ დამახრჩო. ყველაზე მეტად იმან გამაბრაზა, რომ ამ დამახინჯებულ რეალობას ბავშვები უყურებდენ, ისედაც სოც დეკებს ჩვენში არ წყალოებენ და ახლა ახალგაზრდა თაობა რა ინფორმაციას გამოიტანდა? ორივე ნოე -ჟორდანია და რამიშვილი – სპექტაკლში დაჩმორებული ტიპებია და არა ქვეყნის და მთავრობის ხელმძღვანელები
გამოდის რომ მხოლოდ ექვთიმე იყო გადაფარებული საგანძურს და სხვები კი მხოლოდ იმაზე ფიქრობდენ რაფერ აეწაპნათ რაიმე და გაეყიდათ. რომ არ ყოფილიყო ერთობლივი ნება საგანძურის შენახვისა, მარტო ექვთიმე თავს ამას ვერ გაართმევდა.
პიესის ავტორი უწიგნური ან მავნებელია, პირდაპრ ვიტყვი.
უამრავი მითქმა-მოთქმა და ჭორი ტრიალებდა ლევილის მამულის შეძენის თაობაზე, თითქოსდა საქართველოს მთავრობამ გატანილი ქართული საგანძურის ნაწილი გაყიდა და ამით იყიდა ლევილი. სინამდვილეში, დოკუმენტების მიხედვით, მთავრობამ თან გაიტანა ფინანსათა სამინისტროს, ხაზინისა და სახელმწიფო ბანკის ქონებაც – 112 ყუთი ოქრო-ვერცხლი. სწორედ ამის გაყიდვის შემდეგ იქნა შესყიდული ლევილის მამული 130 ათას ფრანკად და არა ჩვენი მატერიალური კულტურის ძეგლების გაყიდვით.
იოსებ მეგრელიძე წიგნში ,,ექვთიმე თაყაიშვილი” წერს რომ გატანილ განძს ,, ერთი ნემსი არ დაკლებია“ ეს ექვთიმეს სიტყვებია.
თაყაიშვილის მუდმივი მიმოწერა ჰქონდა საბჭოთა საქართველოს მთავრობასთან, განძის დაბრუნების თაობაზე და იუწყებოდა: ,,თქვენთან ატეხილი ,,ხმაურობა იმის გამო“, თითქოს განძი გაგვენიავებინოს, საქმისათვის სახეირო არ იქნება, წაღებული სიძველენი ხელუხლებელია და კარგად დაცული. ბევრი ნივთიც შევმატეთ სამუზეუმო ფონდს“.
ექვთიმე თაყაიშვილს არც პატივისცემა აკლია და არც ხალხის სიყვარული, ჩვენ და მომავალი თაობები მუდამჟამს მის ვალში ვიქნებით; ,,იღებ“ მის პიროვნებას და წერ რომ ესა თუ ის საქმე მისი გაკეთებულია, სინამდვილეში ასე არ არის, და ამით აკნინებ იმ ხალხის ღვაწლს, ვინც სინამდვილეში ეს საქმე ჩაიდინა;
მხედველობაში მაქვს ქართველ და სხვა ეროვნების ებრაელთა გადარჩენის საქმე გერმანიის მიერ ოკუპირებულ საფრანგეთში.
დოკუმენტები გვეუბნებიან რომ უამრავი ებრაელი გადაარჩინა ემიგრირებულმა საქართველოს მთავრობამ და კერძოდ“ ესენი არიან ნოე ჟორდანია, ევგენი გეგეჭკორი, კოწია კანდელაკი, ნოე ცინცაძე, ალექსანდრე ქირია და, რასაკვირველია, მიხეილ კედია, რომლის დაუღალავი და ენერგიული მოქმედების გარეშე ეს კეთილშობილი საქმე შეუძლებელი იქნებოდაო,“ – წერდა ვიქტორ ხომერიკი ერთ წერილში. ასევე საკუთარი თანამოძმეების გადარჩენის საქმეში დიდი წვლილი მიუძღვის ფინანსთა და მრეწველობა-ვაჭრობის მინისტრის მოადგილეს იოსებ ელიგულაშვილს.
ბრძანების მიხედვით, ებრაელები ფრანგულ პოლიციაში რეგისტრაციისთვის უნდა გამოცხადებულიყვნენ, მაგრამ მას შემდეგ რაც ნოე ჟორდანია და მთავრობის ზოგიერთი წარმომადგენელი ებრაული თემის ლიდერებს შეხვდნენ, ყველა ოჯახს დაეგზავნა გზავნილი, რათა არავითარ შემთხვევაში პოლიციაში არ მისულიყვნენ.
ქართულმა მთავრობამ იმდენი მოახერხა (ამაში მათ ადრიან Adrien Marquet ადრიან მარკე, ვიშის მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრი დაეხმარა. ის საქართველოში იყო ნამყოფი 1920 წელს) რომ ებრაელებს გვარები ქართულ ყაიდაზე გადაუკეთა, მისცა საგანგებო ბარათი, რომელიც იცავდა საკონცენტრაციო ბანაკებისაგან. შეიქმნა სიები, რომელშიც შეყვანილი იქნა 243 ოჯახი, დაახლოებით ათასი კაცი, რომელთა შორის ქართველ ებრაელთა ოჯახი სულ 40 იყო.
ეს ძალიან მოკლედ. ერიკ ლის აქვს ამაზე ვრცლად დაწერილი წიგნში ქართული ამბოხი ტექსელზე : ბოლო ბრძოლა ევროპაში.
მერე ეს ყურით მოთრეული გურული იუმორი – ნამეტიას მიერ გაჟღერებული. ვალოდია მაშინ არ არსებობდა?
რამაც ძალიანგამაღიზიანა – მომაკვადავი ქაქუცა ამბობს ხელაშვილი მოკლესო. რავა ბენია ჩხიკვიშვილი, გოგიტა ფაღავა, ვალიკომ ჯუღელი და სხვები მალდივებზე ისვნებედენ მაგ დროს?
წერს ირაკლი მახარაძე ფეისბუკის საკუთარ გვერდზე