ბათუმში საახალწლო ღონისძიებებში მონაწილეთა ჰონორარებში ქალაქის ბიუჯეტიდან ნახევარ მილიონამდე ლარი დაიხარჯება. ამის შესახებ გამოცემა “ბათუმელები” წერს. მათი ინფორმაციით, მომსახურებას ბათუმის კულტურის ცენტრი ტენდერის გარეშე, პირდაპირი წესით შეისყიდის.
კულტურის ცენტრი თითოეული მონაწილის ჰონორარს არ აკონკრეტებს და დოკუმენტებში საერთო თანხა აქვს მითითებული – ჯამში 448 ათას 86 ლარი.
დოკუმენტებით ირკვევა, რომ ევროპის მოედანზე ღონისძიებები 25 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით გაიმართება. ცენტრალური ნაძვის ხის ანთების ცერემონია სწორედ 25 დეკემბერს შედგება.
რაც შეეხება კონცერტების მონაწილეებს, განაცხადში წერია, რომ „ძირითადად აქცენტი გაკეთდა ცნობილ და ყველაზე მოთხოვნად შემსრულებლებზე”.
“გასათვალისწინებელი იყო ასევე, რომ ვინაიდან საახალწლო-საშობაო დღესასწაულებთან დაკავშირებით მთელი ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილია საზეიმო და კულტურული ღონისძიებები, შესაბამისად ბათუმში დაგეგმილი კონცერტებისთვის კონკრეტული კულტურული კოლექტივების საბოლოო შერჩევა დამოკიდებული იყო მათ დროით გრაფიკზე, რამდენად შეძლებდნენ შეთავაზებული პირობებისა და ვადების მიხედვით კონცერტებში მონაწილეობის მიღებას“, – აღნიშნულია განაცხადში.
ღონისძიებებში მონაწილეების სია და გრაფიკი:
25-29 დეკემბერი
31 დეკემბერი
2-7 დეკემბერი