ოზურგეთში ახალი დაცული ტერიტორია – “გურიის ეროვნული პარკი” შეიქმნება

ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე ახალი დაცული ტერიტორია – “გურიის ეროვნული პარკი”
შეიქმნება, –  ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების მიერ გავრცელებულ პრესრელიზში წერია, რომ ეროვნული პარკი 15 310 ჰა ფართობს მოიცავს.

“უნიკალური ბუნებრივი ძეგლების დაცვის, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისა და ამავდროულად ეკოტურიზმის მდგრადი განვითარების უზრუნველყოფისთვის სახელმწიფო დაცული ტერიტორიების გაფართოების მიმართულებით აქტიურად მუშაობს”, – წერია მთავრობის ადმინისტრაციის პრესრელიზში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share