”ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველი პარტიის სურვილი და მიზანი ჩინეთთან თანამშრომლობის გაღრმავებაა.
“პოტენციალი არის ძალიან დიდი, ჩვენი სურვილია, ჩვენი მიზანია, გავაღრმავოთ თანამშრომლობა ჩინეთთან სხვადასხვა დონეზე, სხვადასხვა მიმართულებით. რა თქმა უნდა, პოლიტიკური თანამშრომლობა არის მნიშვნელოვანი. განსაკუთრებული პოტენციალი გვაქვს ეკონომიკურ სფეროში, მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ ეს პოტენციალი”, – აღნიშნა მან.
14 იანვარს, ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, მმართველი პარტიის დელეგაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გაემგზავრა.
დელეგაციამ პეკინსა და შანხაიში შეხვედრები გამართა. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან გია ვოლსკი, ირაკლი ჩიქოვანი, ნიკოლოზ სამხარაძე, დავით სონღულაშვილი, ნინო წილოსანი და ვიქტორ სანიკიძე. ქართული ოცნების წევრების ჩინეთში ვიზიტი ხვალ დასრულდება.