“ჰამასმა” ორთვიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ისრაელის წინადადება უარყო

ტერორისტულმა დაჯგუფება “ჰამასმა” ორთვიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ისრაელის წინადადება უარყო. წინადადება ისრაელში დაპატიმრებული პალესტინელი პატიმრების გათავისუფლების სანაცვლოდ ყველა დარჩენილი მძევლის გათავისუფლებასა და მძევლების ცხედრების დაბრუნებას გულისხმობს. ინფორმაციას უცხოური მედია ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ოფიციალური პირის თანახმად, “ჰამასის” ლიდერებმა ღაზას დატოვებაზეც უარი თქვეს. ისინი მოითხოვენ, რომ ისრაელმა სრულად გაიყვანოს ტერიტორიიდან ჯარები და პალესტინელებს თავიანთ სახლებში დაბრუნების საშუალება მისცეს.

ოფიციალური პირი ამბობს, რომ ეგვიპტე და კატარი, რომლებიც ისრაელსა და “ჰამასს” შორის წარსულში შეთანხმებებს შუამავლობდნენ, ახლა მრავალპუნქტიანი წინადადების “ხარვეზებს” ამუშავებენ. წინადადება მოიცავდა ომის დასრულებას, მძევლების გათავისუფლებას და ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მოგვარებას.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share