თბილისში, კეკელიძის N1-დან ოჯახის გამოსახლების დროს დაკავებული გიორგი ხასაია და აკაკი (კაკო) ჩიქობავა გირაოთი გაათავისუფლეს. აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს პროკურატურამ მიმართა. მოსამართლემ გადაწყვეტილება დღეს, 3 თებერვალს გამაოცხადა.
თითოეულ მათგანს 3000 ლარის გადახდა მოუწევს. პროკურატურა მათთვის 5000 ლარის შეფარდებას ითხოვდა.
რამდენიმე დღის წინ, 30 იანვარს, პროკურორმა როინ ხინთიბაძემ თქვა, რომ მზად არიან მოითხოვონ აღკვეთის ღონისძიების შეცვლა, თუ დაკავებულები აღიარებენ წარდგენილ ბრალს და დაფარავენ მანქანის დაზიანებული ნაწილის ხარჯს.
ბრალდებულები აღიარებენ, რომ მანქანა მათ დააზიანეს, თუმცა არა შეთანხმებულად – ჯგუფურად დანაშაულის ჩადენა დამამძიმებელი გარემოებაა.
- კაკო ჩიქობავა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს ისტორიას ასწავლის;
- გიორგი ხასაია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის დოქტორანტია.