რუსეთთან დაკავშირებული ფულის გათეთრების დანაშაულებრივი ქსელი – EU-მ ფართომასშტაბიანი ოპერაცია ჩაატარა, არიან დაკავებულებიც

ევროკავშირმა რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირებული ფულის გათეთრების ქსელის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ოპერაცია ჩაატარა, დაკავებულია ოთხი პირი.

ლატვიის, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიისა და მალტის სამართალდამცავმა უწყებებმა რუსულ-ევრაზიული დანაშაულებრივი ქსელისა და ფინანსური ინსტიტუტის წინააღმდეგ ფულის გათეთრების საქმეზე, 100-ზე მეტი ჩხრეკა ჩაატარეს, რაშიც 460-ზე მეტი პოლიციელი იყო ჩართული.

ეჭვმიტანილები და მოწმეები ლატვიაში, გერმანიაში, ესტონეთსა და მალტაში გამოიკითხნენ.  ამოღებულია საბანკო ანგარიშები და ქონება. ჯგუფი ძირითადად რიგადან და ბერლინიდან მოქმედებდა.

გამოძიება 2021 წელს ლატვიურმა მხარემ დაიწყო. მათი ყურადღებაც ლატვიიდან მალტის ფინანსურ ინსტიტუტში ფულის გადარიცხვებმა მიიპყრო. გამოძიებას მოგვიანებით შეუერთდნენ სხვა ქვეყნებიც.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share