რუსი ოკუპანტების მიერ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან 6 წელი გავიდა

რუსი ოკუპანტების მიერ არჩილ ტატუნაშვილის წამებით მკვლელობიდან 6 წელი გავიდა.

ყოფილი სამხედრო რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზიდან 2018 წლის 22 თებერვალს გაიტაცეს, შემდეგ კი, 2008 წლის ომში მონაწილეობის გამო, წამებით მოკლეს. მისი მკვლელობის შესახებ ინფორმაცია 23 თებერვალს გასაჯაროვდა.

ქართული მხარე და ოჯახი ტატუნაშვილის ცხედარს 26 დღის განმავლობაში ითხოვდა. ექსპერტიზის მიხედვით, დაბრუნებულ ცხედარს მრავლობითი დაზიანებები და წამების კვალი აღენიშნებოდა. არჩილ ტატუნაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზეა დაკრძალული.

ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულები ამ დრომდე არ დასჯილან – მათ ინტერპოლი წითელი ცირკულარით ეძებს. მკვლელობის ერთ-ერთი მონაწილე დავით გურწიევი კი დროებით ოკუპირებული ახალგორის “პროკურორი” გახდა. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share