რისთვის დააპტიმრეს რუსებმა 360 გურული ქალი

რისთვის დააპტიმრეს რუსებმა 360 გურული ქალი
.
გაზეთ “რეჩის” 1907 წლის სტატიის მიხედვით ამავე წლის 4 ივნისს სოფელ მიქელგაბრიელში (გურია, სოფელი შრომა) მოსახლეობის შეკრება მოეწყო, როგორც სტატიის შინაარსიდან გამომდინარე შეკრებილები მხოლოდ ქალები უნდა ყოფილიყვნენ, რომლებიც ითხოვდნენ დაპატიმრებული თანასოფლელი სოციალდემოკრატების განთავისუფლებას.
.
სტატია: „4 ივნის ოზურგეთის მაზრის სოფელ მიქელ გაბრიელის სასოფლო სზოგადოებაში დანიშნული იყო სოფლის მოსახლეობის შეკრება, რომელზეც მოითხოვეს მათთვის გადაეცათ სოციალ დემოკრატიული პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის წევრები. შეკრებისათვის უარის თქმის ნიშნად დაპატიმრებული და ქალაქ ოზურგეთში მიყვანილი იქნა 360 დიასახლისი, ოზურგეთის ციხეში საკმარისი ადგილები არ აღმოჩნდა და დაპატიმრებულებს ამყოფებენ ყაზარმებში. იმავე დღეს აღნიშნულ სოფელში ჩაყენებული იქნენ სტრაჟნიკები.“
.
გაზათი „რეჩი“ (Речь) 26 ივნისი (9 ივლისი) 1907 წელი
ფოტოზე გურული ქალბატონი
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share