“ჩვენი დროშა ყვითელი და ლურჯია… ამ დროშით ვცხოვრობთ, ვკვდებით და ვიმარჯვებთ. ჩვენ არასდროს ავწევთ სხვა დროშებს”, – ასე ეხმაურება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება რომის პაპის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ უკრაინას “თეთრი დროშის” აღმართვის გამბედაობა უნდა ჰქონდეს.
“ყველაზე ძლიერი ისაა, ვინც სიკეთესა და ბოროტებას შორის ბრძოლაში სიკეთის მხარეს დგას და არ ცდილობს, რომ მათ ერთსა და იმავე სიბრტყეზე დაყენებას “მოლაპარაკება” უწოდოს”, – წერს კულება X-ზე და მოუწოდებს ყველას, რომ წარსულის შეცდომებს თავი აარიდონ და მხარი უკრაინას და მის ხალხს დაუჭირონ.
აქვე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი რომის პაპს მშვიდობისთვის ლოცვისთვის მადლობას უხდის და იმედს გამოთქვამს, რომ ის უკრაინას ეწვევა.
ცნობისთვის, რომის პაპმა შვეიცარიულ გამოცემასთანინტერვიუში განაცხადა: “მე ვფიქრობ, რომ ყველაზე ძლიერი არის ის, ვინც სიტუაციას უყურებს, ფიქრობს ხალხზე, “თეთრი დროშის” აღმართვის გამბედაობა აქვს და აწარმოებს მოლაპარაკებებს. სიტყვა “მოლაპარაკებები” ვაჟკაცური სიტყვაა. როცა ხედავ, რომ დამარცხებული ხარ, რომ საქმე არ მიდის კარგად, უნდა გქონდეს მოლაპარაკებების წარმოების გამბედაობა”.