ოზურგეთის ძველი ბაზარი – სად იყო მდინარე ბზუჯის (ბჟუჟის) კალაპოტი

ოზურგეთის ძველი ბაზარი – სად იყო მდინარე ბზუჯის (ბჟუჟის) კალაპოტი
.
კოლიუბაკინი, რომის ოზურგეთში 1877 წელს ჩამოვიდა და გრიგოლ გურიელის სახლში ცხოვრობდა, ოზურგეთში მის შემოსვლას ასე აღწერს – „შემდგომში სახლები უფრო ხშირად ჩნდებოდნენ, უფრო შორს კი დუქნებად და მაღაზიებად გადაიქცნენ, ბოლოს კი ეს ყველფერი ქუჩად გადაიქცა: ეს იყო ქალაქის ბაზარი. რომლის მარჯვნივ და მარცხნივ არის საკმაოდ შემაღლებები, ისეთივე როგორიც მდინარის ნაპირებია, რომლთა შუა ადგილი ანუ ბაზარის ქუჩა წარმოადგენს კალაპოტს.“
.
შემდეგში კოლიუბაკინი ასევე აღნიშნავს – „ბაზრის მიერ დაკავებული ადგილი ადრე იყო მდინარე ბზუჯის კალაპოტი, რომელისაც არცთუისე დიდი ხნის წინ მოსახლეობამ სხვა მიმართულება მისცა.“
.
წყაროს ვერ ვიხსენებ, მაგრამ რამდენადაც მახსოვს ქობულეთის რაზმის შტაბი (Штабъ Кобулетскаго отряда) ოზურგეთში განთავსებული იყო გრიგოლ გურიელის სახლში, რომელიც სერზე მდებარეობდა. პირველ ფოტოზე (ერმაკოვი 1877-78) არის ოზურგეთში ქობულეთის რაზმის შტაბი, ხოლო მეორე ფოტოზე არის ოზურგეთის ხედი ამავე შტაბიდან. მეორე ფოტოზე (ერმაკოვი 1877-78) ჩანს ბაზრის ქუჩა, ანუ ადგილი სადაც კოლიუბაკის თქმით ადრე მდინარის კალაპოტი იყო.
.
Колюбакин, Борис Михайлович Воспоминания офицера Кобулетского отряда в кампанию 1877-78 гг (1897);
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share