როგორც “პოლიტიკო” იტყობინება, ირანის ისრაელზე განხორციელებული თავდასხმის გამო სენატში ანერიკულ დახმარებაზე კენჭისყრა მომავალ კვირაში შედგება.
გამოცემა ამ ინფორმაციას კონგრესის წარმომადგენელტა პალატის რესპუბლიკელთა ხელმძღვანელობაზე დაყრდნობით ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ წარმომადგენელთა პალატა, ამ კანონპროექტზე კენჭისყრას, გასული წლის მიწურულიდან აჭიანურებს, რადგან რესპუბლიკლელები საზღვრის დაცვის პრობლემის მომიზეზებით, უკრაინულ სამხედრო დახმარებას ბლოკავენ.
უკრაინული სამხედრო დახმარება, 61 მილიარდ აშშ დოლარზე ამ კანონპროექტში, ისრაელის სამხედრო დახმარებასთან ერთად, 15 მილიარდ აშშ დოლარი – განიხილება.
რესპუბლიკელთა უმრავლესობის ლიდერმა, წარმომადგენელთა პალატაში, სკალისმა, არ დააკონკრეტა, ორთავეს ერთად უყრიან კენჭს, თუ რა მოხდება.
სკალისის თქმით, დეტალები, მიებმება თუ არა ისრაელის დახმარება უკრაინას, მოგვიანებით გახდება ცნობილი,-იუწყება “პოლიტიკო”