”სხვა აზრი აღარ არსებობს: ვინც ახლა აქციაზე დგას, არც მეტი არც ნაკლები, იცავს საქართველოს დამოუკიდებლობას!… ქართული ოცნება – დღეს რომ გაბედოთ ვინმეს ხელით შეეხოთ, იცოდეთ, რომ გამოგიტანთ მაქედან!… ქართული ოცნება, რამდენჯერაც პირს აღებთ, პუტინის ხმა ამოდის იქიდან.” –
წერს მსახიობი დათა თავაძე Facebook-ზე.
რუსთაველის გამზირზე გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ მასშტაბური აქცია მიმდინარეობს, ადგილზე წყლის ჭავლის მანქანა და სპეცრაზმია მობილიზებული. პოლიციამ მოქალაქეების დაკავებაც დაიწყო.