გურულები ამერიკაში
თეატრალური სერიალი 3 სპექტაკლად
პირველი სპექტაკლის სცენარი
პირველი სპექტაკლის პირველი განყოფილების პირველი სცენა – შეხვედრა კაფეში
2007 წელი, ბათუმი. კაფეში შედის ახალგაზრდა მამაკაცი ესალმება ბარმენს და სთხოვს ლუდი ჩამოუსხას.
ბარმენი – როგორც ყოველთვის ლუდით ვიწყებთ ხომ ?
მამაკაცი – რა თქმა უნდა ლუკა, რ ა სჯობია ჩაციებულ ლუდსა და სიდედრს.
(სანამ ბარმენი ლუდს ასხამს იქვე ბართან ახლოს მაგიდასთან ჯდება ახალგაზრდა გოგონა, მენიუს ჩახედავს, მასთან მისულ მიმტანს მენიუში კერძს მიუთითებს და უცხო აქცენტით ქართულად შეუკვეთავს) –
გოგონა – ,,1 ბაკალი რაიმე კარგი გვინოც მომიტანე „
( ბართან მდგარი ახალგაზრდა მამაკაცი მიუბრუნდება გოგონას და ეუბნება )
მამაკაცი -,,მე თქვენს ადგილას რაიმე კარგს კი არა, საფერავს ავიღებდი.“
გოგონა – დიდი მადლობა რჩევისათვის, ( წამიერი პაუზის შემდეგ) შემომიერთდით და ერთად დავაგემოვნოთ…
მამაკაცი – სიამოვნებით, მით უმეტეს გეტყობათ ენდობით ჩემს რჩევას. ( ბარმენს მიმართავს) – ლუკა ეგ ლუდი შენი საჩუქარი იყოს ჩემგან და გთხოვ ოფიციანტს უთხარი 1 ბოთლი საფერავი და ჩემი საყვარელი კერძი მოგვიტანოს ორივეს.(მამაკაცი გოგონას მაგიდასთან დაჯდება და ეუბნება) – რადგან ერთად ვზივართ ერთმანეთსაც უნდა გავეცნოთ, მე გიორგი ვარ, გიორგი მესხი. შეგიძლიათ გიო დამიძახოთ.
გოგონა – მე ნატალა მქვია, ნატალა კონდოლიზე….. მაგრამ ვერ გავიგე მესი რატომ
ახსენეთ
გიორგი : – (ინგლისურად) სასიამოვნოა თქვენი გაცნობა.(ქართულად განაგრძნობს)
ვფიქრობ თქვენთვის ქართულად საუბარი უფრო სასარგებლო იქნება, ამ-
იტომ ქართულად გავაგრძელებ და თუ რაიმეს ვერ გაიგებთ ინგლისურად
გითარგმნით. პირველ რიგში გეტყვით რომ ძალიან ლამაზი სახელი გქვია
ნატალა, ქართულად ნათელა ყოფილხარ და ნათიას დაგიძახებთ ( ინგლისუ
რად ეტყვის – ხომ შეიძლება ნათია? (გოგონა თავს დაუქნევს. გიორგი
ქართუ ლად გააგრძელებს) მე მესი კი არა მესხი გითხარით ეს ჩემი გვარია
და სხვათა შორის ჩვენი მიხეილ მესხი . თავის დროზე არა ნაკლები
ფეხბურთელი იყო ვიდრე დღეს მესია. კარგი ფეხბურთის თამაშისათვის
მესხისათვის მადლობა ამერიკის პრეზიდენტ – კენედის პირადად
გადაუხდია. ვფიქრობ დღეს აღიარებული მესი, სინამდვილეში მესი კი არა
მ ე ს ხ ი ა და ბურთის კარგად თამაში ჩემი გვარიდან გამოყვა.
(მიმტანი მაგიდაზე დგამს საფერავს, საჭმელებს და პურს)
ნათია: – გავიგე შენი ნათქვამი. ქართულს უფრო კარგად ვგებულობ ვიდრე ვლაპა
– რაკობ. ჩემთვისაც სასიამოვნოა შენი გაცნობა. როგორც მივხვდი მშვენი –
ვრად ლაპარაკობთ ინგლისურად. სდ ისწავლეთ ?
გიორგი : – აქ ბათუმის სკოლაში და სოფელში, გურიაში ბაბუა მეხმარებოდა . . .
რომელი ქვეყნიდან ხართ ნათია?
ნათია : – გიო მე ამერიკიდან ვარ, ჯორჯიას შტატიდან.
გ ი ო : – ვაჰ შენ მთლად ქართველი ყოფილხარ, ამერიკელი ქართველი .
ნათია: – რაო, რაო? მგონი ვერ გავიგე, მე რა ქრთველი ვარ ….
გიო : – (ინგლისურად დაიწყებს) შენ ამერიკელი ქართველი ხარ(მერე ქართულად
გააგრძელებს) – თქვენს ენაზე საქართველოც ხომ ჯორჯია როგორც შენი
ამერიკული შტატი . შენი სახელი ხომ გითხარი – ქართულად ნათელაა, გვარი
კიდევ ეტყობა მესისავით შეცდომით გაქვს ჩაწერილი. შენ კონდოლიზე კი
არა კონწოლიძე იქნები უეჭველად. როგორც ჩემი გურული ბაბუადან
ვიცი, მეორე მსოფლიო ომის დროს ამერიკელებს გერმანელთა
ტყვეობიდან განთავისუფლებული ქართველი ჯარისკაცები ამერიკაში
წაუყვანიათ და მათ შორის ჩემი ბაბუა და მისი მეგობარი ვარდენ
კონწოლიძე, ჰოდა მისი შვილიშვილი იქნები შენ.
ინგლისურ ანბანში ხომ ,, წ ‘’ არ გაქვთ. ( ორთავე იცინის).
ნათია: – მაშ მოდი ჩემი სამშობლოში დაბრუნებისა შევსვათ.( მიუჭახუნებენ და
მოსვამენ) – ვაუ, მართლაც კარგი რამ ყოფილა ეგ საფერავი. არ შევმცდარვარ
რომ გენდე არჩევანში. ეტყობა ღვინოში კარგად ერკვევი, თუმცა რა გასა –
კვირია — საქართველო ხომ ღვინის ქვეყანაა.
გ ი ო : – ჰო ეგრეა, უფრო სწორად საქართველო ღვინის ქვეყანა კი არა ღვინის
სამშობლოა, თუმცა ეგ იმას არ ნიშნავს რომ აქ ყოველი მეორე ადამიანი
ისე კარგად ერკვევა ღვინოში როგორც მე. ( იცინიან) … ალბათ ტურისტი
ხართ თუ რომელიმე არასამთავრობოს . . .( გოგო შეაწყვეტინებს)
ნათია: – არა, არა. მე მასწავლებელი ვარ, ბავშვებს ინგლისურს ვასწავლი სკოლაში .
გიო : – მასწავლებელი ? … არ ფიქრობ, რომ ცოტა ახალგაზრდა ხართ მასწავლე
ბლობისათვის მით უმეტეს შენთვის უცხო მხარეში.
ნათია: – შეიძლება მასეცაა, მაგრამ ესე გამოვიდა და … ( გიო აწყვეტინებს)
გ ი ო : – და რა იყო შენი მოტივაცია რამაც აქ ჩამოგიყვანა მასწავლებლად: — ფული
ეგზოტიკა, თავგადასავლები, ჰუმანურობის გამოვლინება თუ კიდევ სხვა
რამ .
ნათია : – იცი რა გიო, ასეთ რთულ საკითხებზე ჩვენთან მეცნიერები და პოლი –
ტიკოსები ფიქრობენ. მე უბრალოდ შანსი მქონდა და გამოვიყენე. მინდო –
და რაიმე ახალი და საინტერესო მენახა. მინდოდა გამეგო რისი კეთება
შემეძლო დამოუკიდებლად. გამოცდილება მიმეღო და რა თქმა უნდა ფი –
ნანსური სარგებელიც მაინტერესებდა, – მე ხომ ამერიკელი ვარ და ჩვენ ყვე-
ლგან ვცდილობთ სარგებლის მიღებას.
გ ი ო : — ნათია დიდი გაბედული ვინმე ყოფილხართ, აი ჩემთვის რომ ვინმეს
შემოეთავაზებინა ნაომარ ერაყში ან ავღანეთში წადი და ბავშვებს შენი
მშობლიური ენა ასწავლეო, – კარგად დავფიქრდებოდი და ალბათ არ და –
ვთანხმდებოდი რამდენიც არ უნდა გადაეხადათ. დარწმუნებული ვარ ამე –
რიკისთვისაც თითქმის იგივეა საქართველო.
ნათია: – ყველას თავისი აზრი აქვს, თუმცა თუ კი შეგიძლია ხალხისათვის რაიმე
სასარგებლო გააკეთო და შენც სარგებელი ნახო მაშინ კიდეც უნდა გარისკო.
ვფიქრობ ამ შემთხვევაში შენ ცოტა ზედაპირულად მსჯელობ. ქართველებიც
ხომ გვეხმარებიან ამერიკელებს თუნდაც იმავე ერაყსა და ავღანეთში.
გიო : – დიახ, ჩვენ მებრძოლი ხალხი ვართ და ისტორიულად არა ერთი გამარჯვე –
ბა მოგვიპოვებია სხვათა ომებში, მაგრამ ეს სხვა თემაა. წარმოგიდგენია
მაინც ის, რომ ჯერ კიდევ შესაძლებელია გაკვეთილის მსვლელობისას ვინმემ
სკოლაში ბომბი შემოგიგდოს. არა მგონია ასეთი პერსპექტივა გხიბლავდეს.
ნათია : სად? აქ ბათუმში ?…( იცინის ) შენ ალბათ ხუმრობ. საქართველო ხომ არც
ერაყია და არც ავღანეთი .
გ ი ო : — არც დიდად განსხვავებულია. აქ ბათუმში არა , მაგრამ საქართველოში
არის ადგილები სადაც ჯერ კიდევ იღვრება სისხლი – მათ შორის ბავშვე
ბის და მასწავლებლებისაც.
ნათია: – ხო მაგრამ მე ხომ იქ არა ვარ. ისე რომ მიმიღებდნენ სოხუმშიც
ვასწავლიდი.მამაჩემი არის იქ ნამოფი მაიმუნსაშენში მაიმუნებს
აკვირდებოდა კომუნისტების დროს.
გიო : — ეგ კიდევ საკითხავია რას აკვირდებოდა მამაშენი სოხუმში, ისე იქ ეხლაც
ბევრი მაიმუნია და თანაც შეირაღებული.
ნათია: – მშვენიერი ხუმარა ყოფილხარ, მაგრამ ეხლა შევეშვათ მაიმუნებს და სისხლის ღვრას. მოდი ერთიც დავლიოთ ( აიღებს ჭიქას და ცოტას მოსვამს) ,
ნათია : გიყვართ ღვინო ?
გ ი ო : – მე სიგიჟემდე მიყვარს ღვინო. ჩოხატაურში, ბაბუაჩემის სოფელში მოგვყა-
ვს ვაზი. ხშირად დამიწურავს და დამიყენებინა კარგი ღვინო, მაგრამ
უნდა გამოგიტყდე, რომ ხშირად მარტოდაც ვსვამ ცოტ – ცოტას
განწყობისათვის და არ მიყვარს იმ ადამიანებთან ერთად დალევა
ვისთვისაც ღვინო მხოლოდ სათრობი საშუალებაა.
სამწუხაროდ ჩვენში დღეს ღვინის სმა საკმაოდ ხშირად ღრეობაში გადადის,
წინათ კი ისტორიულად ჩამოყალიბე ბული, ღვინის სმის ისე მაღალი
დონის კულტურა გვქონდა, რომ უმნიშვნელოვანეს ცხოვრებისეულ
საკითხებს ქართველები ღვინის სმისას ვწყვეტდით.
ნათია : — საოცარია პირდაპირ, რაც საუბარი დავიწყეთ რამდენჯერმე ახსენე საქა –
რთველო და უმეტესად უარყოფით კონტექსტში : სისხლის ღვრა, ღრეობა
( წამიერი პაუზა ) ჰოდა მაინტერესებს საერთოდ რაიმე მაინც მოგწონს
შენი ქვეყნის …..
გ ი ო : – ნათია , მეტად ძნელი წარმოსადგენია ქართველი რომელსაც საქართველო
არ უყვარს და არც მე ვარ გამონაკლისი, მაგრამ ( მცირე პაუზა ) როგორ
გითხრა. . .ერთი პოეტისა არ იყოს ,, ხომ ლამაზია ეგ ჩემი ცოლი, მაგრამ
მე უფრო ლამაზი მინდა““
ეგრეა რა. ბევრი კარგი და უნიკალური თვისება , წეს-ჩვეულება და
ადგილი გვაქვს, მაგრამ სამწუხაროდ ნაკლი და ხარვეზიც ბევრი გვაქვს.
სხვა დროს და სხვა გარემოში ამაზე სერიოზულად და დეტალურად შემიძლია
ვისაუბრო, მაგრამ ეხლა ვფიქრობ საკმარისია….ისე შემიძლია ერთი – ორი
სიტყვა შენს ხალხსა და შენს ქვეყანაზეც გითხრა.
ნათია : – არა, არ მინდა. დიდი მადლობა. უკვე წარმომიდგენია სადაც საკუთარ
ქვეყანას ბევრ ნაკლზე მიუთითებ, ჩვენზე რას იტყვი…. ალბათ მიწასთან
გაგვასწორებ ამერიკელებს.
გ ი ო : – რას ამბობ ? ბილადინი ხომ არა ვარ ეს რომ მინდოდეს . ისე ჩემი ნება რომ
იყოს ამერიკას კი არა , შენ გაგასწორებდი თუნდაც მიწაზე სიამოვნებით.
ნათია : ეს ბოლო ვერ გავიგე , ჩემი მიწასთან გასწორება გსიამოვნებს? …
გიო : – დიახ მაგრამ მარტო შენი კი არა, შენთან ერთად მეც გავსწორდებოდი
მიწაზე.
ნათია : – რას ამბობ გიო, ეგ რა სიამოვნებაა. მერე რა უნდა ვქნათ მიწაზე ერთად
გასწორებულებმა…
გ ი ო : – რა და ის, რითაც ადამმა და ევამ დაიწყეს კაცობრიობის გამრავლება .
ნათია : – ( იცინის ) სექსი? სექსს მთავაზობ (წამიერი პაუზა ) ვაუ რა მაგარია – სექსი
მიწაზე გიოსთან ერთად… რატომაც არა, მაგრამ ეხლა ეს არ გამოვა.
გიო : – ნეტავ რატომ? მიწას ვერ ვნახავთ თუ გასწორება არ შეგვიძლია….
ნათია : – არა გიორგი, ეხლა არა. არც ისე პრიმიტიულადაა საქმე შენ რომ
წარმოგიდგენია. რაც ყველაზე მთავარია რამდენიმე საათში თბილისის
აეროპორტში უნდა ვიყო და სამშობლოში გავფრინდე, თუ დავბრუნდი
მერე ვიფიქროთ მიწაზე და გასწორებაზე.
გ ი ო : – რას ამბობ ნათია, ნუთუ შანსი არ გვაქვს ? (პაუზა). გამთენიოს მეც
მივემგზავრები დედულეთში, მაგრამ მანამდის ხომ დრო გვაქვს ?
ნათია: – არა გიო, არა. ეგრე არ გამოვა. ცხოველები ხომ არა ვართ წუთიერი
გატაცებისათვის ყველაფერი დავივიწყოთ. შენ სად მიემგზავრები ?
გ ი ო : – სამწუხაროა რო ასე გვიან შევხდით ერთმანეთს, მაგრამ იმედი მაქვს ისევ ჩამოხვალ. მე კი, მე გამთენიოს ბაბუასთან მივემგზავრები სოფელში საიდანაც
გურიის ყველაზე მაღალ მთაზე უნდა ავიდე. იცი რა ქვია გურიაში ყველაზე
მაღალ მთას? – ,,მზის ამოსავალი გორა’’ და მის მწვერვალზე თუ შეადგამ ფე-
ხს, აღმოსავლეთისკენ გაიხედავ და დაინახავ მზის ცის კაბადონზე ამოსვლას
ნათია : – აკი თქვენი ყოფილი პრეზიდენტი – შევარდნაძე თურმე ამბობდა ,,
ჩვენთან მზე ჩრდილოეთიდან ამოდისო’’.
გიო : – ხოოო, სხვათა შორის ისიც გურული იყო და თქვენი ქვეყნის დიდი
მეგობარი, მაგრამ ის დრო წავიდა.
ისე რომ იცოდე საქართველოს წინა დამოუკიდებლობი დროსაც ჩვენი
ქვეყნის პირველი პირი – ნოე ჟორდანიაც გურიიდან იყო და ისიც
ცდილობდა საქართველოს თავისუფლების მზე ევროპისა და ამერიკის
დახმარებით დაეცვა, მაგრამ (მცირე პაუზა) ეჰჰჰ მაშინ ვერ შეძლეს ჩვენმა
დასავლეთელმა მეგობრებმა საქართველოს დაცვა ჩრდილოელი მეზობლიდან
და იმიტომაც იყო წლეების განმავლობაში ჩვენთან მზე ჩრდილეთიდან რომ
ამოდიოდა . ეხლაც ჩვენი მზერა ამერიკისაკენაა მიმართული თითქოს
მხედველობას არ ვუჩივით მაგრამ, ჯერ კიდევ მკაფიოდ არ ჩანს ბევრი რამ. ისე
კი ძალიან მინდა ამჯერადაც არ შევცდეთ და ჩვენი მზე დასავლეთიდან ამოვიდეს
ნათია : – ეჰ გიო, ის კი არ არის მთავარი მზე საიდან ამოვა, არამედ მთავარია ის
გვათბობდეს და და რაც მთავარია შეგეძლოს მისი დანახვა . ეხლა ის გამაგებინე
გიო, ეგ შენი გურია აჭარასავით ცალკე შტატია ?
გ ი ო : – ცალკე შტატობის რა მოგახსენო მარა, გურია ერთი ლამაზი, პატარა მხარეა სა –
ქართველოსი. სხვათაშორის ამბობენ, რომ საქართველოში ამერიკა პირველად გურულებმა აღმოაჩინეს. ჩემი იასონ ბაბუას ბაბუა – იასონ პირველი , ერთ-ერთი იმ
გურულთაგანი იყო ვისაც აღფრთოვანებული ამერიკა ტაშს უკრავდა დაახლოებით
120 წლის წინათ.
ნათია : – ეს რას ამბობ, მართლა? ცოცხალია იასონ პირველი? რით დაიმსახურა
ამერიკელების ტაში თუ ეს შენი ხუმრობაა ან სულაც სატყუარა რომ საუბარით
შემიქციო და თვითფრინავზე დავაგვიანო
გ ი ო : – რას ამბობ ნათია, რა ხუმრობა, რის ტყუილი. ნუთუ არაფერი გსმენია ცნობილი
ამერიკელი შოუმენის – ბულაფი ბილის და მისი სასწაულმოქმედი ჯადოსნური
მხედრების შესახებ.
ნათია : – კი კი ეგ გამიგია, მაგრამ ის მხედრების ხომ რუსი კაზაკები იყვნენ… ბაბუაშენის
ბაბუა კაზაკი იყო ?
გ ი ო : – რა კაზაკი, რის რუსი. თქვენ ამერიკელები ეტყობა ბოლომდე დღესაც ვერ
გვიცნობთ ქართველებს. იმ შოუს მარგალიტი გურული მოჯირითეები იყვნენ და
მათ შორის იყო იასონ პირველიც. ის რა თქმა უნდა აღარა ცოცხალი მაგრამ
ცოცხალია მისი შვილიშვილი, ჩემი ბაბუა იასონ მეორე დუდუჩავა რომელსაც
სახლი სავსე აქვს იმ დროინდელი წერილებით, სურთებით და სხვადასხვა
ჩანაწერებით. თუ სურვილი და დრო გექნება სიამოვნებით გაგიწევ მეგზურობას
და გაგაცნობ გურულების მიერ ამერიკის დაპყრობის საოცარ ისტორიას.
ნათია : – აუ როგორ მინდა შენთან საუბარი და ბაბუაშენის ისტორიული მასალების ნახვა
ამის შესახებ დღეს ამერიკაში თითქმის არფერი იციან, მაგრამ ალბათ ამჯერად
არაფერი გამოვა რადგან ჩემი წასვლის დროა….. მოდი ტელეფონები გავცვალოთ
და დავემშვიდობოთ ერთმანეთს.
გიო : – ძალიან გული მწყდება, რომ გამთენიოს ჩვენ სხვადასხვა მხარეს გავემგზავრებით
ეს სასიამოვნო შეხვედრა არასოდეს დამავიწყდება. წამოდი გაგაცილებ.
ნათია : – ჩემთვისაც დაუვიწყარი საღამოა. ძალიან სასიამოვნო და საინტერესო შეხვედრა
გამოგვივიდა. იმედია ისევ შევხდებით, მე ეს ძალიან მინდა.
(წამოდგებიან და გადიან)
პირველი სპექტაკლის პირველი განყოფილების მეორე სცენა – ბაბუასთან სტუმრობა
გურული ოდა-სახლის სასაუზმე ოთახში 80 წელს მიტანებული საშუალო ტანადობის ბაბუა იასონი მაგიდასთან ზის და საუზმობს. გაისმის ძაღლის ყეფა. იასონი საუზმობას შეაჩერებს და სკამიდან წამოდგომას დააპირებს, მაგრამ ამ დროს ძაღლის ხმა შეწყდება, იასონი ისევ სკამზე დაეშვება და იტყვის
იასონი : – ნეტავი რა მოგელანდა ბაგირა, (განაგრძნობს საუზმობას . 1 – 2 წუთში
იღება კარები და ოთახში შემოფრთქიალდებიან ნათია და გიორგი )
გიორგი: – ბაბუა, ბაბუა, როგორ ხარ?(მაგიდაზე პურებიან პარკს, ყავას და ტკბი-
ლეულობას დადებს, ფეხზე წამომდგარ ბაბუას მიაშურებს და გადაეხვევა.
ნათია კარებთან დგას ხელში ყვავილების თაიგულით.)
იასონი : – კარგი ნუ დამახრჩვე ბაბუ, შენ როგორ ხარ ჩემო ,,ჯიბგირო ‘’? ეს გოგონა
ვინაა ბაბუ ? (გიორგი შეწყვეტს ბაბუას ალერს, ნათიას ხელს მოკიდებს და
ბაბუასთან მიიყვანს)
გიორგი : – ბაბუ ეს ნათიაა, უფრო სწორად ნატალა კონდოლიზე ჩემი ამერიკელი
მეგობარი. ნათია გაიცანი ეს იასონია,
იასონ მეორე დუდუჩავა – ჩემი უსაყვარელესი და ლეგენდა –
რული ბაბუა.( ნათია და იასონი ერთმანეთს ხელს ჩამოართმევენ)
იასონი : – დაბრძანდით ახალგაზრდავ( ნათიას სკამს მიაწოდებს. ნათია ჯდება. მერე
იასონი მიმართავს შვილისშვილს) – რავა სარ გადაყლაპულივივით დგახარ
ბაბუა, მიდი იქ ოთახში ვაზა რომაა გამოიტანე და ეგ ყვავილები ჩადე
შიგ (გიო გადის მეორე ოთახში, იასონი პირჯვარს გადაიწერს და იტყვის)
- დიდება შენდა ღმერთო, ამდენი წლის შემდეგ ნუთუ ისევ ამერიკელი ? ? .
( გიორგის ვაზა შემოაქვს და ნათია ყვავილებს აწყობს შეგ. იასონი დაე –
ჭვებული გახედავს შვილიშვილს და ამბობს) — გიორგი ბაბუ, ხომ არ ცუ-
ღლუტობ რამეს ? ეგ გოგო მართლა ამერიკელია ….?
გ ი ო : – კი, კი ბაბუ. მართლა ამერიკელია და ეხლა წესით თვითმფრინავში უნდა
იჯდეს და ამერიკაში მიფრინავდეს.
იასონი: – მოიცა, მოიცა – ეს როგორ ? აბა ერთი დაჯექით და გამარკვიეთ რა ხდება .
( ორთავენი დაჯდებიან. იასონი მიუახლოვდება ნათიას, მის წინ დადგება,
ყურადღებით და ეუბნება) – ბაბუ თქვენ აქ იძულებით მოსულს არ
გავხართ და რას ბჟუტურებს აი ჩემი ბადიში.
ნათია : – გიო კარგად ვერ გავიგე (ძლივს დამარცვლით ამბობს) რა ბ ჟ უ ტ უ რი რა
ბ ა დ ი შ ი.
გ ი ო : – (გიო იღიმის) აქ შეიძლება კიდევ ბევრი სიტყვა ვერ გაიგო. ბჟუტური
გურულად ლაპარაკს, არასერიოზულ ლაპარაკს ნიშნავს. ბადიში კი შვილ –
შვილს. ბაბუა გეკითხება როგორ მოხვდი აქო.
ნათია : ბატონო იასონ, მე და გიომ წუხელის კაფეში შემთხვევით გავიცანით ერთ –
მანეთი და ( პაუზა) ძალიან დაგვევასა ერთმანეთი. დღეს გამთენიოს გიო
თქვენტან უნდა წამოსულიყო მე კი ამერიკაში უნდა გავფრენილიყავი , მა –
გრამ როცა გიორგი სახლში მიმაცილებდა იმდენი უცნაური და ძალიან
საინტერესო მიამბო თქვენზე და გურიაზე, რომ ვემზადებოდი
აეროდრომზე წასასვლელად სულ გიოზე და მის ნამბობზე ვფიქრობდი.
მოსვენება დავკარგე და მივხდი, თუ დაუყონებლივ არ შევცლიდი ჩემს
გეგმებს, თუ ამ შანსს არ გამოვიყენებდი – მთელი ცხოვრება რაღაც დიდი
აუნაზღაურებელი დანაკლისის გრძნობა დამრჩებოდა გულში. ხოდა გიოს
დავურეკე და აი აქა ვარ.
იასონი: – აი თურმე რაში ყოფილა საქმე, თითქოს ცოტა რაღაც გავიგე და შემდგო-
ში უფრო დეტალურად გავერკვევი. ეხლა კი ამის დრო არ არის. (გიოს)
ბაბუ მგზავრობამ მოშიება იცის. ეხლა მე უცებ ერბოკვერცხს მოვამზადებ
მერე კი ერთ – ორ მეზობელს დავიხმარებ და მამა – პაპურ ნადიმს გავმა –
რთავთ.
გიო : – არა ბაბუ, შენ ნუ შეწუხდები, მე და ნათიე გავამზადებთ სუზმეს.
იასონი: – რას ამბობ ბიჭო, შენ და ამ ცხრამთის იქიდან მოსულ სტუმარს
ამ დილაადრიან როგორ შეგაწუხებთ. ჩემი საქმისა მე ვიცი . შენ
მარანში წადი და შენი საყვარელი ღვინო ამოიტანე,
გ ი ო : – კარგი ბაბუ, ხო იცი შენი სიტყვა ჩემთვის კანონია. მე და ნათია
მანქანიდან ბარგს ამოვალაგებთ ოდაში და მერე მარანიდან ღვინოსაც
ამოვიტან.
(ნათია და გიორგი გადიან. იასონი ტაფას დაადგამს გაზქურაზე , მაცივრიდან
კვერცხსა და ძეხვს გამოიღებს და ერბოკვერცხის კეთებას შეუდგება. მერე კიტრისა და პამიდორის დაალაგებს მაგიდი კიდეში. მობილურს აიღებს და
რეკავს. ისმის ქალის ხმა – გისმენ იასონ
იასონი : – გამარჯობა მეზობელო. იასონი ვარ…. კი კი კარგად ვარ მარო , მარა შენი
დახმარება მჭირდება . ჩემი გიორგი მესტუმრა ქალაქიდან უცხო სტუმართან
ერთად და სადილის სუფრა მინდა გავუწყო. ხო კარგი, კარგი. აბა შენ იცი
ხო მართლა, ბესოიას გასძახე სადილზე მეწვიოს, მაგას ტელეფონი
გაფუჭებული აქვს, ჟორჟიკა და შიო ბახმაროში არიან წასული სახლის
შესაკეთებლად და ე, ვინც დავრჩით კუთხეში ერთად ვისადილოთ.
(შემოდის ნათიე და გიო. გიოს დოქს მაგიდაზე დებს, ნათია პატარა კალათით გვრდზე ხილოულობას მიუდგამს. სამივენი ერთად აწყობენ მაგიდას და სხდებიან
ნათია : – ბატონო იასონ (იასონი აწყვეტინებს)
იასონი: – ბატონო კი არა ბაბუ დამიძახე შვილო, ბაბუ…ასე მირჩევნია და ასე ჯობია
ნათია : – კარგი ბაბუ იასონ ( გიოს სიცილი აუტყდება, ნათია გაკვირვებული
შეხედავს და გიორგი მიუგებს)
გ ი ო : – ნათია , ბაბუ იასონ კი არა, იასონ ბაბუა უნდა მიმართო.
ნათია: – მაპატიეთ, რომ სრულყოფილი ქართულით ვერ ვლაპარაკობ.
იასონი: – მაგაზე არ იდარდოთ ბაბუ. სრულყოფილი ქართულით დღეს თქვენ
კი არა ქართველების დიდი უმრავლესობა ვერ ვსაუბრობთ .
გააგრძელე რისი თქმაც გინდოდა .
ნათია : – იასონ ბაბუა, მამაჩემი არის ნამყოფი საქართველოში, თბილისსა და
აფხაზეთში ამიტომ თითქოს ბევრი რამ გამიგია ქართველებსა და
საქართველოზე, მაგრამ რაც გიომ მომიყვა თქვენზე, თქვენს მხარეზე და
და გურულების ამერიკაში ყოფნაზე ეტყობა არც მამაჩემა იცოდა და
არაფერ უთქვამს. აი ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი, რის გამოც
სამშობლოში დაბრუნება გადავდე და აქ გეწვიეთ. ძალიან გთხოვთ
დეტალურად მომითხროთ გურიაზე და გურული ამერიკელების
თავგადასავლებზე.
გიო : – ძვირფასო ნათია, თქვენ ამერიკელები ხომ ყველაფერს ფასს ადებთ
ამბობთ დრო ფულიაო და ინფორმაციის მოპოვება საკმაოდ ძვირად
ღირებული სიამოვნებააო და შენ რამდენის გადახდას შეძლებ ?…
( გაბრაზებული ბაბუა შეაწყვეტინებს)
იასონი: – რას ამბობ ბიჭო, განა ყველაფერი ფულზე იყიდება? ეგ რა თქვი ბაბუ
ჯერ ერთი ჩვენს ჯიშსა და მოდგმას სტუმრისათვის დახარჯული დრო
არასოდეს უანგარიშებია და მეორეც, ეს გოგონა ხომ ჩვენი მეგობარი ქვეყნის
შვილია , იმ მეგობარი ქვეყნის სადაც ბაბუაჩემს ტაშს უკრავდნენ და
პატივს სცემდნენ . ნათია ბაბუ – გთხოვ აპატიო. ( მერე პირჯვარს
გადასწერს გიოს და იტყვის ) შეუნდე უფალო.
გიო : – დაწყნარდი ბაბუ, არ მეგონა თუ ასე გეწყინებოდა. მე ხომ ეს ხუმრობით
ნათიას გამოსაჯავრებლად ვთქვი. არ მეგონა თუ ასე სერიოზულად
მიიღებდი .
ნათია : – გთხოვთ ამაზე ნუ იკამათებთ. მე ეს ნამდვილად არ მწყენია. პირიქით
ეს იმის კარგი ნიშანია, რომ თანამედროვე ქართველმა ახალგაზრდებმა
ალღო აუღეს თანამედროვე ცხოვრებას. ისწავლეს დროისა და
ინფორმაციის ფასი და … ( აქ იასონი შეაწყვეტინებს )
იასონი: – მისმინეთ ახალგაზრდებო. ფასი ყველას და ყველაფერს აქვს ამ ქვეყნად
ეს ჩემმა თაობამ და ჩემმა წინამორბედმა თაობებმაც კარგად იცოდა,
მაგრამ ჩვენ იმ ქვეყნის შვილები ვართ, რომლის ლეგენდარულმა მგოსანმა
ასე ბრძანა ,, რასაცა გასცემ შენია’’ ო. განსხვავება ძველსა და ახალ
დროებას შორის კი ისაა, რომ – თუ ჩვენ სიყვარულით გავცემდით რაიმეს
სანაცვლოდ პატივისცემა ორმაგად გვიბრუნდებოდა უკან. ეხლა კი შინა –
ურიც და გადამთიელიც უმეტესად წაგლეჯა – წაღლეტაზეა გადასული ….
გიო : – კმარა ბაბუ, ორთავეს ბოდიშს გიხდით და გთხოვთ დავხუროთ ეს
თემა .
იასონი: – ჰო კარგი, კარგი. და მეორედ ასეთი რამ აღარ გამაგონო. ეხლა კი
ჩვენებური სუფრის უპირველესი სადღეგრძელო მინდა შემოგთავაზოთ.
მერე კი , მერე ნათია შევეცდები თქვენი თხოვნა მაქსიმალურაად
დავაკმაყოფილო და მოგითხროთ გურიასა და ამერიკელ გურულებზე.
ეხლა კი ( ჭიქას აიღებს და ფეხზე წამოდგება) მინდა შემოგთავაზოთ
უფლის სადიდებელი. ქართველთა მთელი ცხოვრება, დასაბამიდან –
დღემდის უფლის ლოცვასა და მტერთან ბრძოლაში მიდიოდა. ამიტომაც
ვიყავით ჭირსა და ლხინშიც უპირველეს ყოვლისა უფლის მადიდებელი.
ღმერთს დიდება და ჩვენ მშვიდობაო იტყოდა სუფრის უფალი დღეს, რომ
თამადას ვეძახით და სუფრის უფალის ეს სიტყვები მაგიდის კურთხევის
ტოლფასი იყო. შემდეგ – საბჭოთა პერიოდში, როცა ღვთის ხსენება
კომუნისტებმა კატეგორიულად აკრძალეს , გურულებმა მაინც ვნახეთ გა
-მოსავალი — გულში ვამბობდით ღმერთს დიდებაო და ხმამაღლა ვაგრძე –
ლებდით მშვიდობას გაუმარჯოსო . სწორედ ამიტომ გურია ლამის ერთად
ერთი კუთხე იყო სადაც ნებისმიერ წვეულებას მშვიდობის სადღეგრძელოთ
ვიწყებდით. ქართველებისათვის ყველაზე სანატრელი, ყველაზე საოცნებო
ყოველთვის მშვიდობა იყო და ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის
შვილებიც მუდმივად ამას ვსთხოვდით მამაზეციერს. ( მიუბრუნდება ნათიას)
შენ სხვა კულტურის, სხვა ტრადიციების მატარებელი ხარ და ალბათ გაიჭი –
რდება ამის გაგება, მაგრამ მაინც ადმიანი ხარ და არაფერი ადმიანური შე –
ნთვის გაუგებარი არ უნდა იყოს. ღმერთს დიდება და ჩვენ მშვიდობა. (იტყვის
ჭიქას დაცლის და დაჯდება)
გიო : – დიდება უფალს და მშვიდობა ჩვენ ( იტყვის და ჭიქას დაცლის)
ნათია: -( წამოდგება) გაუმარჯოს ღმერთს და მშვიდობას ( იტყვის, ნახევარ ჭიქას
დაცლის და დაჯდება. შემოდის მეზობლის ქალი – მარო)
მარო : – კაი გამარჯობათ თქვენი, მართალია შემოგეჭერით მარა, ხო იცით თქვენ
მაროიე შეწირული მეზობლებში სამტროდ არ დეიარება ( იასონს ხელს ჩამოართმევს, გიორგის გადაკოცნის, ნათიას მიუახლოვდება – აათვალ-ჩაათვალიერებს მერე იასონს მიუახლოვდება და დაბალ ხმაზე ჰკითხავს) – აი
..გაშპაკული ‘’ ციცა ვინააა ძამა ?
იასონი: – ( ნათიას მიმართავს). თუ გეიგე არ გეწყინოს შვილო. აი მაროიე წაბლის
ბურძგატასავითაა, გარედან იჩხვლიტება თუ არა გული ქე აქვს გემრიელი.
( მერე მაროს მიმართავს ) – მარო დაია, ამ გოგომ ქართული იცის. ესაა
ჩვენი საპატიო უცხო სტუმარი. ბაბუაჩემის მეორე ქვეყნიდანაა.
მარო : – დიტუ რა მითხარი აი შე კაცო, ხო მომეჭრა თავი ამერიკის მასშტაბით
( მიდის ნათიასთან) ისე ძალიან ცუდი არაფერი მითქვამს ნენა შენზე.
იცოდე შენ – შპაკლლს ჩვენში მდიდარი ხალხი იყენებს თავიანტი
მდიდრული ოთახების კიდევ უფრო გასალამაზებლად . ( ნათიე იღიმის.
იასონი მაროს მიმართავს)
იასონი: – გეყოფა ახლა შენ მარო, აქ ნუ დაიქოქები . გადი ეხლა საკუჭნაოში და
იქანე გამოაჩინე შენი ფხა და უნარი. საცაა ბესოიეც მოვა და აბა თქვენ
იცით რავა გამომაბამთ თავს.
ნათია : – იასონ ბაბუა, თქვენთან მოსვლამდე მეგონა ქართულად ყველაფერი
ვიცოდი, ეხლა კი ვხდები – თითქმის არაფერი მცოდნია. რა შპაკლი,
რა ბ უ რ გ ა ტ ა ? რა სა კუ ჩ ნაო ?. იმედია ცუდი არაფერი ხდება.
( კარებთან მდგარი მარო ხელს ჩაიქნევს და გადის ოთახიდან. იასონი წამოდგება
ნათიასთან მივა თავზე ხელს დაადებს და ეუბნება)
იასონი : – ყველაფერი კარგადაა ნათია. შენ ამ უცხო სიტყვების ნუ შეგეშინდება.
ჩვენი გურულ ლაპარაკის გაგება, შენ კი არა ნახევარი საქართველოს
უჭირს. მოდი სუფრას დავუბრუნდეთ. ( ბრუნდება თავის ადგილას, სავსე
ჭიქას ხელში აიღებს და გიო არ აცლის სადღეგრძელოს დაწყებას)
გ ი ო : – ბოდიშს გიხდი ბაბუ, მარა იქნებ ნათიას რაც აინტერესებს იმაზე
მოუთხრო, ხომ იცი ეს სადღეგრძელოების შესასწავლად არ მოსულა აქ.
იასონი: – მადროვე ბიჭო. ყველაფერს თავისი დრო და წესი აქვს. ნათიას რაც
აინტერესებს იმასაც მალე მოვუყვები, მაგრამ ჩვენი ამბავი რომ გაიგოს
უპირველეს ყოვლისა ჩვენს წესსა და ადათს უნდა ეზიაროს. უნდა გა –
იგოს , რომ ჩვენ ქართველები ერთი დღით არ ვცხოვრობთ და ჩვენი მო-
ყვასი და მეგობარი მაშინაც გვახსოვს, როცა ისინი ჩვენთან აღარ არიან და
ვერც ვერასდროს დაბრუნდებიან. ,,აწყმო თუ არა გვწყალობს, მომავალი
ჩვენიაო ‘’ – უთქვამთ. მომავლის იმედი ყველა რჯულისა და ჯილეგის
ადამიანს აქვს, მარა წარსულისადმი გრძნობა – პატივი მსოფლიოს არცერთ
ქვეყანაში არავის აქვს ისე მოძალებული როგორც ჩვენ ქართველებს გვაქვს
ალბათ ერთად – ერთი ერი ვართ დედამიწაზე სადაც ლხინის დროსაც
გარდაცვლილთა სულების სადიდებელს ამბობენ და ფეხზე წამუდგებიან
გარდაცვლილი წინაპრების, მოყვრების, სახელოვანი მამულიშვილების და
ნაცნობ – მეგობრების სულებს. ღმერთმა ნათელში ამყოფოს ყველა ვინც
თითეულ ჩვენთაგანს და სრულიად საქართველოს დააკლდა. ( ჭიქას
დაცლის და ჯდება)
გ ი ო : – ამ ქვეყნიდან წასულთა მოგონება იყოს ბაბუ. ღმერთმა გაანათლოს ჩვენი
მიცვალებულების სულები ( ჭიქას დაცლის და ჯდება)
ნათია : – მეც გიერთდებით. გაუმარჯოს ( მოსვამს და ისიც ჯდება ).
იასონი: – ჩემო გიორგი და ნათია, ორიოდე წუთში ჩვენ სხვა დროის რეალობაში
შევხიდავთ და გურულების ამერიკულ ოდისეას გავეცნობით,
საშოვარზე გამოსული გურულების საოცარ თავგადასავლებს, მაგრამ
მანამდის ერთი სადღეგრძელო აუცილებლად უნდა ვთქვათ თუნდაც
იმიტომ, რომ მიცვალებულთა მოსაგონარით მაგიდის დასრულება და ამ
სადღეგრძელოზე დიდხანს შეჩერება არა ჩვენში მიღებული და არ
შეიძლება. თანაც მაგიდის წევრთა დაულოცველი დატოვება
უზრდელობათ ითვლება. ამიტომ ეხლა ჩვენ გაგვიმარჯოს ჩვენ მტერ –
მოყვარესთან ერთად. დიახ, დიახ. არ მოგესმათ – მტერ მოყვარესთან ერთად
რადგან მოყვარე და მოკეთე თუ გულს გვიმაგრებს, მტერი მოდუნების
საშუალებას არ გვაძლევს და მხოლოდ მტერთან უსასრულო ბრძოლაში
იჭედება და შეიცნობა გვერდში მდგომი ადამიანის ღვაწლი.
ყველა წმინდას მადლი გვფარავდეს ჩვენ და სრულიად საქართველოს
( იასონი ჭიქას დაცლის და მაგიდას შორდება, ნათია და გიოც ერთდრო-
ულად უხმოდ დალევენ და მაგიდიდან დგებიან)
იასონი : – მოდი ზალაში გადავინაცვლოთ ახალგაზრდებო და იქ საოჯახო ალბო –
მებში შემორჩენილი სურათებისა და წერილების დახმარებით მოვუყვები
ნათიას ამერიკის აღმომჩენი გურულების ამბებს . ( ყველანი გადიან )
პირველი განყოფილების დასასრული .
გურულები ამერიკაში მეორე განყოფილება – გზად ამერიკისკენ
პირველი სცენა
სცენაზე ოთახში დივანზე სხდებიან ნათია, იასონი და გიო. მათ წინ პატარა მაგიდაზე დევს საოჯახო ფოტო-ალბომები. სამივენი დებენ თავიანთ მობილურებს. იასონი იღებს ერთ-ერთ ალბომს , აწვდის ნათიას და ეუბნება
იასონი : – აი ნათია, აქედან სჯობს დაიწყო ამ ალბომებში თავმოყრილი გურუ –
ლი ამერიკელების – ბაბუაჩემი სოლომონ პირველის და მის მეგობრების
ამბების გაცნობა, შეხედე და მცირედი წარმოდგენა მაინც შეგექმნებათ
მათ ვიზუალზე, მე კი პირველ რიგში გეტყვით, რომ რაც თავი მახსოვს
ჩვენ გურულები თითქმის ყოველთვის ,,პირველი’’ ვიოლინოს პარტიას
ვასრულებთ ხოლმე: ხან პირველები ვჯანყდებით, ხან პირველი
რევოლციონერბში ვართ, ხან მთავრობაში ვპირველობთ ან ტყეში ,,
ფირალებად’’ ვართ გავარდნილი ან . . . ან ამერიკ-ის პირველ
ვიპყრობთ ჩვენი ხელოვნებით. მამაჩემი ასე მეუბნებოდა ხოლმე – ,,
შვილო ბაბუაშენმა და მისმა აფხანაგმა ცხენოსნანმა
გურულებმა ამერიკა სუნთლად გადარიენ, მარა თვითონაც კაი გადარე –
ულები ჩამევიდნენ ‘’ ცოტა ძნელი მოსაყოლია თუ როგორ გადარიენ გუ –
რულებმა არა მარტო ამერიკა , არამედ მთელი დუნია, მარა შევეცდები
რაცხაფერ მაინც მოვაკვარახჭინო აი ამბავი.
გ ი ო ; – ბაბუ ვიცი, რომ 1892 ში წავიდა ბაბუაშენი ამერიკაში, მაგრამ ის კი არ
ვიცი პირველად სად და როგორ გამოვიდნენ.
ნათია : – და კიდევ ბატონო ბაბუა, პირველად მარტო გურული კაცები წავიდნენ
თუ ქალებიც თან ახლდნენ.
იასონი: – ყველაფერი ბათუმში გაბრიელ გოგიტიძის დუქანში დაიწყო. ჩვენი ბი –
ჭები იქ ხშირი სტუმრები იყვნენ, რადგან გაბრიელი ყველანარად ხელს
უწყობდა საშოვარზე ბათუმში ჩამოსულ გურულებს, თვითონაც
გაჭირვებიდან გამოსული კაცი იყო და თავისი შრომით, გონებითა და
მოხერხებულობით მიაღწია იმას, რომ ბათუმში საკმაოდ მდიდრ,
გავლენიან და ცნობილ ადამიანს წარმოადგენდა, ჰოდა ერთხელაც მასთან
მისულ ბაბუაჩემისათვის უთქვამს.
( დივანზე მსხდომნი ჩაბნელდებიან და სცენის მოპირდაპირე მხარეს განათდება დუქნში დახლთან მდგარი 60 იოდე წლის თეთრ თმიანი გაბრიელი და 20 იოდე წლის ხმელ-ხმელი იასონ პირველი)
გაბრიელი: – იასონა ბიჭო, ვიცი რომ შენი პატიოსანი შრომით ამ ბათუმში დიდ
ვერაფერს შოულობ. ისიც ვიცი, რომ ჩინებული ცხენოსანი ხარ და
შარშან ლელოობაზე კი წააგეთ ლანჩხუთლებთან, მაგრამ მერე სა –
ზეიმო ჯირითობაზე ლანჩხუთლების სიამაყე, თვით ლეგენდარული
მელიტონ ცინცაძეც კი დაჩრდილე. ამიტომ გადავწყვიტე ეგ საქმე
შენთვის შემომეთავაზებინა.
იასონი პირ: – გაბრიელ ბიძია, გაბრიელ ბატონო, ვფიქრობ ამ 2 – 3 წელში კარგად
გავიცანით ერთმანეთი და თუ რაიმე სასიკეთო საქმეა თავს არ დავზოგავ
არც შეგარცხვენ და შეძლებისდაგვარად სანაცვლო პატივსაც გცემ.
გაბრიელი: – უპირველეს ყოვლისა მინდა გითხრა, რომ მე არავითარი პატივის-
ცემა შენგან არ მჭირდება. მით უმეტეს, რომ თუ ღირსეულად
გააკეთებ საქმეს პატივს შენი დამსაქმებლები მცემენ. მოკლედ საქმე
ასეა იასონ, გუშხამ ბათუმში ჩამოსულა ცნობილი ამერიკელი შოუმენის
ბულაფი ბილის წარმომადგენელი – იმპრესარიო თომას ოლივერი, რო –
მელსაც უნდა სახელგანთქმული ველური დასავლეთი შოუსთვის
ცხენოსნების ამორჩევა. გუშინ საღამოს აქ მსტუმრობდა თომა ბატონი
თავის გურიანთელ თარჯიმან არტემ ლომთათიძესთან ერთად და
სწორედ მისგან გავიგე ეგ ამბავი, არტემმა მსთხოვა დახმარება ამ სა-
ქმეში, თუ აწყვა ეგ საქმე არტემიც იხეირებს და თარჯიმნათ
გამოგყვებათ. ჰოდა აი მე გადავწყვიტე შენ მოგანდო ეგ საქმე.
შეკრიბე მთელ გურიაში რჩეული მოჯირითეები , ვაჩვენოთ თქვე-
ნი ოსტატობა და რჩეულებს კარგი, სტაბილური გასამრჯელოს ფა-
სად ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში გამოგზაურებენ.
იასონ პირველი : – მაი ნამეტნავად კარგია, მარა ….. აამავე დროს ნამეტნავად
უჩვეულო და ხიფათიან საქმედ მეჩვენება
გაბრიელი : – რას ამბობ იასონ, კას ოსტატობაში ამერიკელები კას ფულს იდიან
თვეში 30 ლარს მიიღებთ ჯამაგირად და ბინა უფასოდ. მაგ ფასად
ხომ იცი ჩვენში 3 – 4 ძროხას იყიდი. თანაც მაგენთან ტყუილი ნა –
კლებად მოსულა. აი ოსტატობა და ჯირითობა ღვთის მადლით არ
გაკლიათ და გარანტათ მე დაგიდგებით. ვინც მოეწონებით ყველას
ვექილის შედგენილ და დამოწმებულ საგარანტიო წერილებს მე
მოგცემთ თქვენი ოჯახებისათვის. იცოდე ამ საქმეს ჭოჭმანი არ მო –
უხდება . დღესვე დაიწყე და 3 დღეში ჯირითობის სასწაული უნდა
აჩვენოთ. ( სცენაზე დუქნის ნაწილი ჩაბნელდება და ისევ განათდება
დივანზე მსხდომი ნათია, იასონ მეორე – გიორგის ბაბუა და
გიო(გიორგი))
იასონ მეორე: – ამის შემდეგ საქმე დაიძრა და 1892 წლის აღდგომის კვირა-
ძალზე ბათუმიდა დაიძრა გემი რომელზედაც ამერიკის დამლაშქრავი
პირველი გურული ცხენოსნები : ივანე მახარაძე, დიმიტრი
მგალობლიშვილ, ვასო და დათა ჭყონია, ლევანტი ჯორბენაძე, ლუკა
ჩხარტიშვილი, სევასტი დოლიძე, მოსე გიგინეიშვილი, ბაბუაჩემი
იასონ დუტუჩავა და კანელიკე ქვილორია იყვნენ.
ქალები კი ნათია მოგვიანებით შეუერთდა ამ დასს, როცა გურულმა
ცხენოსნებმა ამერიკაში ფეხი მოიკიდეს. პირველი გამოსვლა ჩვენს
ბიჭებს ინგლისში ჰქონდათ – მისი აღმატებულობა ინგლისის
დედოფლისა , მისი შვილებისა და წარჩინებულ პირთა წინაშე.
წარმოდგენის დასარულს პრინცმა ჰენრიმ დედა დედოფალ
ვიქტორიას ჰკითხა თურმე : – ,, დედა თქვენ ფიქრობთ, რომ ისინი
ნამდვილი რუსი კაზაკები არიან ?’’ იქვეე მყოფმა იმპრესარიომ პა –
სუხის გაცემას შეეცადა, მაგრამ დედოფალმა საეჭვო თვალებით
გახედა, დაწყებული სიტყვა შეაწყვეტია და თავის პრინცს მიუგო: –
,, ამ ცხენოსნების ჩაცმულობა მეტის – მეტად გავს ამ ოციოდე წლის
წინ ჩემთან სადილზე მოწვეულ ქართველ თავად – დიმიტრი გური-
ელის ტანისამოსს, თუმცა ეხლა ამის გასარკვევად არა ვართ აქ.
ვინც არ უნდა იყვნენ ეს ცხენოსნები მათი ოსტატობა შეუდარებე-
ლია. ‘’ ამის შემდეგ გურული ცხენოსნები გემით პირდაპირ
ამერიკაში გაემგზავრენ.
ნათია ; – იასონ ბაბუა, ეს რა მაგარი ამბავი გავიგე. გთხოვ უფრო დეტალურად მი-
ამბოთ. თქვენი ბაბუას და მისი მეგობრების შესახებ. მინდა ყველაფერი ვი
ცოდე. ვინ იყო მათი ლიდერი, როგორ წარმატებებს მიაღწიენ ამერიკაში
და ასე შემდეგ.
იასონ მეორე:- ბაბუ ეს დიდი ამბავია და ასე უცბად ყველაფერს როგორ მოგიყვები?
გურული ცხენოსნების ლიდერი აზნაური ივანე მახარაძე იყო, იგივე
,, მათრახა’,’ რომელიც ღვინის ღმერთის სოფელ ბახვში ცხოვრობდა
ნათია : რაო რა ბრძანეთ – ღვინის ღმერთის სოფელიო?
იასონი : დიახ ნათია უხსოვარ დროში ხალხს ღვინის ღმერთი ჰყავდა – ბახუსი
რომელიც ეტყობა ამ სოფლიდან იყო და ამიტომ უწოდეს ამ სოფელს
ბახვი. ჰოდა სწორედ ამ სოფელ ბახვში მახარაძეების გორაზე
ცხოვრობდა ივანე ნახარაძე და საოცრად გაწვრთნილი ცხენი ყავდა.
ჩვენ მხედრებლებს ცოტა მოგვიანებით გურული მოჯირითე ქალებიც
შეუერთდნენ : ფერიდე მგალობლიშვილი, ქრისტინე ღლონტი, ბარბალე
ზაქარიაძე, ესმა ქვილორია და ლიდა მამულაშვილი .
გურული მხედრების ოსტატობით აღფრთოვანებული იყვნენ არა
მარტო უბრალო ადამიანები არამედ მაღალი თანამდებობის პირებიც.
განსაკუთრებით აქტიური მაყურებლები ყოფილან ამერიკის
პრეზიდენტები : ვილსონი და რუზველტი. პირველმა გიორგი ჩხაიძეს
ვერცხლის დიდი ლანგარი აჩუქა, ხოლო რუზველტმა ბაბუაჩემს კი
ოქროს ბეჭედი უბოძა. ახლა აი ეს ალბომი ნახე ნათია, აქ ამერიკაში
ჩასვლის პირველი წლეების მასალებია თავმოყრილი.
( ამ დროს კარებში თავს შემოყოფს მეზობელი ბესოიე, ჯერ მიიხე – მოიხედავს და მერე შემოდის ოთახში მსუქანი, 50 წლის მამაკაცი)
ბესოიე : – კაი გამარჯობათ თქვენი, გავიგე გიორგიას ამერიკელი ქალი მოუყვანიაო
და ….( გიო არ აცლის სიტყვის გაგრძელებას, წამოხტება, გადაკოცნის და
ნათიას წარუდგენს )
გ ი ო : – ბესსარიონ ბიძია, აი ესაა ამერიკელი ნათია, მაგრამ გურულები რომ ქა –
ლის მოყვანას ეძახით მაი არაა მაი. მხოლოდ ნაცნობები ვართ. ნათია ესაა
ჩვენი მეზობელი ბესოია.
ბესოიე : – ,, ჰელოუ მადამ“ ( ხელს ჩამოართმევს, აათვალიერ – ჩაათვალიერებს , მერე
გიოს მიბრუნდება და გააგრძელებს ) ნაცნობი უძახე შენ და ისე
მშვენიერი ციცაა და ცოლად რო მოიყვანო არ გაწყენს მგონია ბიძია.
იასონი : – ბესოია ბიჭო, მე შენ აქანე მაჭანკლად და შემფასებლად კი არ
მომიწვევიხარ. კი გეიკლოვენ მაგენი რა ქნან. წადი მაროიას მეეხმარე თუ
კაცი ხარ.
ბესოიე: – კი წავალ იასონ ბატონო მარა, იიი ვერ ვნახე და სადაა იიი?
იასონი : – რავა ვერ ნახე შე კაცო , იქინეა იმაში. მიდი ეხლა და დაბზრიალდი
შენბურად.
ნათიე : – გიო ეგ სად მომიყვანე, თითქოს ქართული სიტყვებით ლაპარაკობენ და
ნახევარზე მეტს ვერ ვხდები. ან მეზობელმა რა ჰკითხა, ან ბაბუამ რა
უპასუხა.
გიო : – მეზობელმა რაღაც ნივთი იკითხა და ბაბუამც აუხსნა სად იდვა. გურულებს
მეგრელებივით ან სვანებივით თავისი სალაპარაკო ენა არ ააქვთ,
ჩვეულებრივ ქართულ სიტყვებს იყენებენ ლაპარაკისას მაგრამ რაღაც
თავისებურად დაშიფრულად, ასე ვთქვათ ნახევარ სიტყვაზე უგებენ
ერთმანეთს. თუმცა გურულებს შენ კი არა საბჭოეთის პირველმა და
უკანასკნელმა პრეზიდენტმაც ვერაფერი გაუგო
ნათიე: – ეგ როგორ ?
იასონი : – როგორ ბაბუ და …. გორბაჩოვი რომ პრეზიდენტი გახდა, მარჯვენა
ხელად ჩვენებური ,, თეთრ მელად ‘’ წოდებული ედუარდა დეიყენა
გვერდზე. ხოდა ერთ დღეს ბატონ ედუარდს მისმა თანაკლასელმა,
უბრალო, ალალ-მართალმა მშრომელმა ბიქტორა მექვაბიშვილმა სთხოვა
თურმე – ედიკა ძამა, შემახვედრე ერთი მაი გორბაჩოვი, ერთი სათხოვარი
მაქვსო. ედუარდს გაკვირვებული უკითხავს, რა უნდა სთხოვო ისეთი
მე რომ ვერ შეგისრულებო. ბიქტორას უპასუხია, მე რომ მინდა მაგისი
მაქნისი შენ ვერ ხარ , მაგრამ გორბაჩოვი თუ დევითანხმე შენ მერე
გამომადგებიო. ინტერესში ჩავარდნილა ედუარდი და რავაც კი
საშუალება მიეცა გურიაში ჩამოფრენილ გორბაჩოვს ტრაპთან ბიძინა
ქათამიძე და ბიქტორა მექვაბიშვილი დაახვედრა თურმე ღვინითა და
პურმარილით. ბიქტორმაც დრო იხელთა და გორბაჩოვს მიმართა თურმე :
მიხეილ სერგეევიჩ ძალიან გთხოვთ გურულებს დამოუკიდებლობა
მოგვეციო. გორბა ჯერ გაოცებულა, მერე უფიქრია ედუ მემასხრება
რაღაცასო და გადაუწყვეტია ხუმრობაში ავყვებიო და უკითხავს – კი მაგრამ
რამდენი ხართ მაი გურულებიო ? ბიქტორამც არ დააყოვნა – ვიქნებით ასე
300 ათასიო. გორბაჩოვმა – ვერა ამხანაგო ვერა, 300 მილიონი რო იყოთ
კიდევ შეიძლება გაგვეხილა თქვენი თხოვნაო. გაბრაზებულ ბიქტორას
მიუგია – 300 მილიონი რო ვიყოთ თქვენი სათხოვარი რა გვექნებოდა
მიხეილ სერგეევიჩო. ( იცინიან)
გიო : – ნათია, ამით არ დამთავრებულა დამოუკიდებლობის მოპოვების
ბიქტორისეული მცდელობა, საღამოს გაცილების ბანკეტზე ისევ უთხოვია
შევარდნაძისათვის, კიდევ ერთი შანსი მომეცი გორბაჩოვთან შეხვედრისო
ედიკას გაოცებული უჯითხავს ახლა რაღა უნდა სთხოვო ჯერ მე მითხარი
და მერე ვნახოთო. ბიქტორსაც აღარ დაუმალავს – ვსთხოვ ორი წუთით
მოგვცეს ქართველებს დამოუკიდებლობა. ედიკას გაკვირვებული უკითხავს
რომ მოხდეს სასწაული და მოგვცეს 2 წუთით დამოუკიდებლობა რას იზამო.
ბიქტორს აღფრთოვანებული მიუგია – რას ვიზამ და პირველ წუთში ომს
გამოვუცხადებ ამერიკას, მეორე წუთში დავნებდები და ცალკე შტატის
სტატუს თუ ვერ მივაღწევ ჯორჯიას შტატს მაინც შევუერთდებოდითო.
( მცირე სიცილის შემდეგ მიმართავს ნათია ) ნათია ცა, მოდი ისევ გავა –
გრძელოთ საოჯახო ალბომების ქექვა
ნათია: – კი კი გიო, მაგრამ მანამდის ეს ცა რატომ თქვი გამაგებინე
გიო : – ოოო ნათია , რავა ყველა წვრილმანი გაინტერესებს.
იასონი : – არა გიორგი, ეს წვრილმანი კი არა შეიძლება ითქვას გურულების დამა-
ხასათიაბელი ერთ -ერთი ძირითად შტრიხია. გურიაში გოგოს ცას ანუ
ციურს, ციდან მოვლენილს ესეიგი ღვთაებრივს უწოდებენ და ასე
გამოხატავენ ქალისადმი უსაზღვრო პატივისცემას. არსად არც ერთ
ქვეყანაში იმდენი ტაძარი და სამლოცველო არ არის აგებული
ღვთისმშობელი მარიამის სახელზე რამდენიც ჩვენშია, რადგანაც ჩვენ
ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ
ნათია :– ჰოოო, ამ ქვეყნად ყველა რაღაცას აღმერთებს.
იასონი : – თქვენ რას აღმერთებთ ბაბუ ? რა არის თქვენთვის, ამერიკელებისათვის
წმინდათა – წმინდა.
ნათია : – იასონ ბაბუა, ჩემთვის ისევე როგორც ამერიკელთა უმრავლესობისათვის
ცხოვრების უპირველესი აუცილებლობაა სიმართლე. სიმართლე და მერე
თავისუფლება, რადგან ვფიქრობ ტყუილზე და უსამართლობაზე დამყარე-
ბული ფსევდო თავისუფლება ხრწნის ზოგადად ქვეყანას და
კონკრეტულად თითეულ ადამიანს.
იასონი : – მდა, ეს ჩვენთვისაც მისაღები ფასეულობებია, მაგრამ ….. რეალურად რა –
მდენად ხორციელდება ეს პრინციპები ცხოვრებაში.
ნათია : – სამართალი და თავისუფლება ამერიკული ცხოვრების უმთავრესი
ბურჯებია რაზედაც ეყრდნობა როგორც მთლიანად ჩვენი სახელმწიფოს, ისე
თითეული ამერიკელის ცხოვრება. მართალია ყოველდღიურ ცხოვრებაში ამ
უმთავრესი პრინციპების დარღვევა ხდება, მაგრამ მათ გამოსასწორებლად
ამერიკაში უამრავი სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაცია –
დაწესებულებებია და ამიტომ უმეტეს შემთხვევაში სამართალი და თავისუ –
ფლება ამერიკაში დაცულია ბაბუ.
( იღება კარები და შემოდის მეზობლის ქალი მარო)
მარო: – იასონ ბატონო მზადაა ყველაფერი და თუ ინებებთ ამ მინუთში გავაწყობ
მაგიდას.
იასონი : – ოოო გეიხარე მარო, გეიხარე. მიდი გააწყვე და ჩვენც ეხლავე მოვალთ
( მარო გადის, იასონი წამოდგება და ახალგაზრდებს მიმართავს) – აბა
ახალგაზრდებო წავიდეთ, ვნახოთ რა მოგვიმზადეს მაროიამ და ბესოიამ,
მერე კი დავუბრუნდეთ საოჯახო ალბომებში ჩარჩენილ გურული ამერი –
კელების ამბებს.
მეორე განყოფილების პირველი სცენის დასასრული.
მეორე განყოფილების მეორე სცენა – სათვისტომოს დაფუძნება
სცენაზე მოჩანს რკალისებურად განლაგებული მაგიდები. შუში უფრო გრძელ მაგიდის მარცხნივ და მარჯვნივ სამ-სამი მაგიდაა. ქალები მაგიდებზე თეთრ სუფრას აფარებენ, წყლით სავსე ბოთლებსა და ჭიქებს აწყობენ, მამაკაცები მაგიდების ცალ მხარეს სკამებს დგამენ. მაგიდების უკან მოჩანს გურული ოდა სახლი. შემოდიან ივანე მახარაძე და იასონ ტოტოჩავა
ივანე : – იასონ ძმაო, ხომ იცი დღეს მეტად დიდი დღეა ჩვენთვის და თუ ჩვენი
ჩანაფიქრის სრულად განხორციელებას შევძლებთ ეს ჩვენი ქვეყნისთვისაც
დაუვიწყარი დღე იქნება. ამ დამფუძნებელ კრებას გთხოვ შენ გაუძღვე , რა-
დგან ჩვენი ერთობის სათავესთან შენ ყველაზე პირველი იდექი. მე კი
დამსწრე საზოგადოებას მოკლედ წარვუდგენ ჩვენს მიზნებსა და
გაერთიანების წესებს.
იასონი : – ეგ ადვილი საქმეა ძამა, მარა მარტო შენ ილაპარაკებ თუ სხვასაც მივცეთ
სიტყვა? და კიდომ ერთი – ვფიქრობ მარტო არტემ ლომთათიძეს
გაუჭირდება ჩვენი თარჯიმანობა და ესმა ქვილორიაც ხომ არ დავახმაროთ
ივანე : – დიახ, სწორს ამბობ, თუ ყველა დაპტიჟებული სტუმარი გვეწვია მარტო
არტემი ვერ გაწვდება და ესმას დახმარებაც დაგვჭირდება. სიტყვა კი რა
თქმა უნდა ყველას უნდა მივცეთ ….
( ამ დროს შემოდიან სტუმრები, იასონი და ივანე მოწიწებით ესალმებიან მათ. სტუმრებთან ერთად შემოდიან არტემი და გოგონები, იასონი ერთ- ერთს (ესმას) ანიშნებს ჩემთან მოდიო და ყურში რაღაცას ჩასჩურჩულებს. გოგონებს სტუმრები მათვის განკუთვნილ მაგიდასთან მიჰყავს. შემოდიან გურული მხედრები და მაგიდებთან სხდებიან. იასონს, ივანეს და ყველა მამაკაცს შავი ჩოხები აცვიათ და თეთრი ყაბლახები ახურავთ, ქალები კი შავი კაბებით და თეთრი მანდილებით არიან. იასონი და ივანე მაგიდების წინ, შუა დგილას დადგებიან და იასონი იწყებს .
იასონი : – ქალბატონებო და ბატონებო, ძვირფასო სტუმრებო, დებო და ძმებო,
მართალი გითხრათ მღელვარებისაგან ლაპარაკი მიჭირს, მაგრამ იმედი
მაქვს მაინც შევძლებ სათქმელის თქმას…. ჩვენ დღეს დიდ საქმეს ვიწყე-
ბთ და ძალიან მიხარია, რომ ამ დიდი საქმის დასაწყისში ჩვენთან
ერთად არიან ჩვენი ამერიკელი ნაცნობ – მეგობრები, რომელთა ერთი
ნაწილი დღეს ესწრება ჩვენი – ქართული სათვისტომოს დაფუძნებას და მე
დიდი პატივით წარმოგიდგენთ მათ : ჩვენი შტატის გუბერნატორი,
ბატონი რიჩარდ ჯონსონი თანმხლებ პირებთან ერთად ( გაისმი ტაში და
ყველანი ფეხზე დგებიან. ადგება გუბერნატორიც და თავის დახრით
იხდის მადლობას, თან ხელებით ანიშნებს ყველას დაჯექითო. 1 წუთის
შემდეგ სხდებიან და იასონი განაგრძნობს სტუმრების წარდგენას ). —
ქალაქის მერი – ბობ ტუტშერი ( ისევ ტაში. მერი ადგება და მადლობას
იხდის). ნოტარიუსი ქალბატონი – ანჟელა ბეგნანი. ( ისევ ტაში) . მსხვილი
ამერიკული გაზეთების წარმომადგენელი ჟურნალისტები.
დღეს 1907 წლის 25 აპრილს, ამერიკაში ჩვენი უოფნის 15 წლის შემდეგ
პირველად ვიკრიბებით ასე საჯაროდ ჩვენს ამერიკელ მეგობრებთან
ერთად, თვითეული ჩვენთაგანის და ჩვენი სმშობლოსათვის სასიკეთო
საქმეების საკეთებლად. დღევანდელი შეკრება ბევრმა ფაქტორმა განა –
პირობა, მაგრამ უპირველეს ყოვლისა კი იმან, რომ მთელი რუსეთის
იმპერიაში პირველი და ერთად-ერთი გურიის დამოუკიდებელი რესპუ –
ბლიკა დამარცხდა და ეხლა ჩვენს დედულ-მამულში საშინელი რეპრესი-
ებს ატარებენ ალიხანოვის დამსჯელი რაზმი და რუსი კაზაკების .
მე მინდა გთხოვოთ, ფეხზე წამოდგომით პატივი ვცეთ ამ ბრძოლებში
დაღუპულ ჩვენს თანამოძმეებს და გურიის რესპუბლიკის დატუსაღებლ
მოთავეებს : ( ყველანი ფეხზე დგებიან, ორ ყმაწვილს შემოაქვს წითელი
მიხაკები და თითეულ მონაწილის წინ მაგიდაზე დებენ. წამიერი პაუზის
შემდეგ იასონი აგრძელებს). – პრეზიდენტ ბენია ჩხიკვიშვილს, მოსე
ტუღუშს, ნესტორ ერქომაიშვილს, პარმენ თოთიბაძეს, თამარა დოლიძეს
კლავდია ჩიგოგიძეს, სიმონ ტოტოჩავას, დიმიტრი ჯინჭარაძეს, მოსე
კვაჭაძეს, რეზო ურუშაძეს, სიმონ ლომინაძეს და მრავალ სხვას. ( წამიერი
პაუზის შემდეგ ) – გთხოვთ დასხდეთ ბატონებო. . . . ძვირფასო სტუმრებო
მინდა ყველას დიდი მადლობა მოგახსენოთ დღევანდელ შეკრებაში მონა-
წილეობისათვის და სიტყვა გადავცე ჩვენს ლიდერს, – ივანე მახარაძეს.
ივანე : – პატივცემულო სტუმრებო და ძვირფასო მეგობრებო, აქ მყოფი თითეული
ადამიანი მეტ-ნაკლებად ხართ ჩვენი წამოწყების საქმის-კურსში. ჩვენი
გაერთიანების წესდება წარდგენილია დასამტკიცებლად და იმედი გვაქვს
ქალბატონი ნოტარიუსის თანხმობით დღეს დაფუძნდება ჩვენი ქართული
ერთობა.
უკვე 15 წელია აქ ვიმყოფებით გურული მოჯირითები საქართველოდან და
ამერიკული საზოგადოების უმეტესობა რუსეთიდან ჩამოსულ კაზაკ ცხენო –
სნებად აღგვიქმავს. ჩვენ დღეს ვიწყებთ საქმეს, რომელიც ნაყოფს წლეების
შემდეგ გამოიღებს და მთელ ამერიკა – ევროპას და დანარჩენ მსოფლიოს
გააგებინებს, რომ ჩვენ რუსი კაზაკები კი არ ვართ, არამედ შავი ზღვისპირა
პატარა , ლამაზი ქვეყნის – საქართველოს გურული შვილები ვართ. განვლი-
ლი 15 წლის განმავლობაში ჩვენი დანაზოგებით და კეთილი ადამიანების
შემოწირულებით ჩვენ შევძელით ის, რომ გვაქვს ეს პატარა მამული და ეს
ჩვენებური ოდა – სახლი სადაც ხშირად ვიკრიბებით და ამიერიდან ჩვენი
სათვისტომოს ოფისიც ეს იქნება. გვყავს ამერიკელი ნაცნობ მეგობრები რო –
მლებიც ჭირსა და ლხინში ჩვენ გვერდში დგანან და დღეიდან გვექნება
საბანკო ანგარიშიც, სადაც ჩვენი სამშობლოს დასახმარებლად მოვაგროვებთ
ჩვენს დანაზოგებს, ჩვენი მეგობრების შემოწირულობებს და საჭიროებისამებრ
დავეხმარებით ერთმანეთსაც და ჩვენს დედულ – მამულსაც .
( ამ დროს სცენაზე შემოდის ცნობილი შოუმენი ბულაფო ბილი და იმპრესარიო თომას ოლივერი. დამხდურები ტაშით მიეგებებიან მათ. ისინი მიდიან იასონთან და ივანესთან და ინგლიურად უბოდიშებენ იასონს ისინი მიჰყავს თავის მაგიდასთან. ორთავენი თავის დაკვრიტა და ხელებით ესალმებიან – ებოდიშებიან ყველას და სხდებიან თავიანთ ადგილზე და ივანე მახარაძე აგრძელებს )
ივანე : – ბატონებო, ამ მცირე სასიამოვნო პაუზის შემდეგ მინდა გავარგრძელო
ჩემი სიტყვა და უპირველეს ყოვლისა ჩვენი ამერიკელი მეგობრებისათვის
ნაკლებად ცნობილ გურიის რესპუბლიკის შესახებ გითხრათ ორიოდე
სიტყვა. როგორც ორიოდე წუთის წინ ჩემმა მეგობარმა იასონმა ბრძანა,
სწორედ გურიის რეპუბლიკის დამარცხება არის მთავარი ფაქტორი რამაც
განაპირობა ჩვენი სათვისტომოს ოფიციალურად რეგისტრირება. ჩვენ
დღემდისაც ერთი გუნდი ვიყავით და შეძლებისდაგვარად ვეხმარებოდით
სამშობლოში დარჩენილ ჩვენებს, მარა ეს ხდებოდა არაორგანიზებულად და
,, გურიის რესპუბლიკის ‘’ შექმნამ კი ნათლად დაგვანახა, რომ ერთად,
ორგანიზებულად დგომას მეტად დიდი ძალა აქვს.
უზარმაზარ რუსეთის იმპერიაში პატარა საქართველოს ერთმა პატარა პრო-
ვინცია – გურიამ რომლის საზღვრები მხოლოდ ორი მდინარით – ჭორო –
ხითა და რიონით შემოისაზღვრება შეძლო დამუკდებლობის მოპოვება და
მთელ მსოფლიოში ყველაზე დემოკრატიული საარჩევნო სისტემის შექმნით,
სწორედ გურიაში პირველად მსოფლიოში საარჩევნო ხმის უფლება მიეცა
ქალებს . სამწუხაროდ ქვეყნის გარეთ მიმოფანტულმა თანამემამულეებმა
ვერ მოვახდინეთ ჩვენი ახალ ფეხადგმული რესპუბლიკის დასახმარებლად
ჩვენი ნაცნობ – მეგობრების სწრაფი და სათანოდო ორგნიზება და გარე
სამყაროდან ეულად დარჩენილმა რუსეთის იმპერიაში პირველმა
დამოუკიდებელმა გურიის რესპუბლიკამ კრახი განიცადა.
ეხლა უკიდურესად საშინელი დღეები დგას გურიაში. ეკონომიურ სიდუ-
ხჭირესთან ერთად საშინელი რეპრესიები მძვინვარებს. იმედი მაქვს ჩვენს
მეგობრებთან ერთად ეხლა მაინც შევძლებთ ჩვენი დახმარების ხელი შე –
ვაშველოთ ჩვენს მოძმეებს….(მცირე პაუზა)
ეს იყო მოკლედ რისი თქმაც მინდოდა. იმედი მაქვს ჩვენს დღევანდელ
შეკრებაზე დაკონკრეტდება, შეივსება და ერთობლივად სრულად ჩამო –
ყალიბდება ჩვენი პრობლემები და მათი გადაჭრის გზები.
ეხლა კი მინდა სიტყვა ვსთხოვო ჩვენს პირველ აღმომჩენებს და მეგო –
ბრებს : – ბატონ ბულაფო ბილის და იმპრესარიო თომას ოლივერს.
(ბულაფო ბილი ყურში რაღაცას წაუჩურჩულებს თომას. თომა წამოდგება )
თომა ოლივერი: – გამარჯობათ ბატონებო. მე ბევრი სიტკვა ვიცი ქარტულად , მა-
გრამ ვფიკრობ ჩემს სათმელს უკეთესად გეტკვით ინგლისურად.
მე ძალიან მადლობელი ვარ ბატონ შოუმენ ბულაფო ბილის და ჩემი
ბედის, რომ მსოფლიოში ერთ-ერთმა პირველმა მე აღმოვაჩინე ეს
ყოველმხრივ განვითარებული, უბადლოდ მოჯირითე გურულები. ბე –
ვრი მხარე მოიარე , მაგრამ მაათთან როგორც ოსტატობით ისე აზრო
ვნებით მიხლოებულიც კი არსად არ მინახავს… თავიდან ისინი რუსე
ბის ნაირსახეობა მეგონა, მაგრამ მალევე მივხვდი რომ ვცდებოდი –
ისინი უძველესი ქართველი ერის კოლორიტული წარმომადგენელები
არიან. ეს ესა გავიგე, რომ მათ მხარეში – გურიაში საშინელი მდგომა-
რეობა. მე დღემდიც ვცდილობდი შეძლებისდავარად დავხმარებოდი
თითეულ მათგანს ეხლა კი კიდევ უფრო მეტად შევეცდები ამას.
ვფიქრობ გვერდში დამიდგება ამერიკის იმპრესიორთა საზოგადო-
ება რომლებიც ნაწილობრივ ინფორმირებული არიან ჩვენი სასწაულ
მომქმედი მოჯირითების შესახებ და ეხლა მე დეტალურად ვაცნობებ
მათ დღევანდელი თქვენი წმოწყების და თქვენი ქვეყნის, თქვენი
მშობლიური გურიის შესახებ . მე თქვენთან ვარ ძმებო ( ხელიდან
წაიძრობს მსხვილ ოქროს ბეჭედს, მაგიდაზე დადებს და დასძენს) –
ესეც ჩემი პირველი შესაწირი – პირველ აღმომჩენისაგან. ( გაისმის
ტაში და შეძახილები ბრავო, ბრავო თომა. თომა მადლობას
იხდის და ჯდება. ფეხზე წამოდგება ბულაფო ბილი და დაიწყებს)
ბულაფო ბილი: – ქალბატონებო და ბატონებო, ბატონო გუბერნატორო. ჩემთვის
დიდი პატივია ამ სასიკეთო წამოწყებაში მონაწილეობა. როგორც
მოგეხსენებათ მე შოუმენი ვარ და თითქოს არაფერი უნდა
მაკავშირებდეს დიდ და სერიოზულ საქმეებთან , მაგრამ რო –
გორც ხედავთ ეს ასე არ არის. ჩემი სააქმიანობით მე აღმოვაჩინე
არა მარტო კარგი მოჯირითეები, არამარტო კარგი ადამიანები, არა
მარტო შავიზღვის მარგალიტი – საქართველო, არამედ მე ჩემი
შოუსთვის წამოწყებული ძიებით ხელი შეუწყვე ამერიკას აღმო-
ეჩინა რუსეთის იმპერიის ფრთებით დაფარული და მივიწყებული
საქართველო. ხელი შეუწყვე თითეულ თქვენთაგანს ამ დიდებული
საქმის წამოწყებაში და მე ძალიან ამაყი ვარ ამით. ჩემო საამაყო
ქართველებო მეც თქვენთან ვარ და ამიერიდან ჩემი შოუს
ყოველთვიური მოგების 3 პროცენტი ჩაირიცხება დღეს დაფუძნე –
ბული პირველი ქართული სათვისტომოს ანგარიშზე .
( გაისმის ტაში და შეძახილები ბრავო, ბრავო . . . ბულაფო ხელით ანიშნებს გაჩერდით მომისმინეთო , ყელიდან იხსნის მსხვილ, გრძელ ოქროს გრეხილ ,,ცეპს’’ ძეწკვს, ხელში იკავებს და აგრძელებს )
ბულაფო ბილი: – ჩემო ძვირფასო გურულებო, ეს ძეწკვი ძალიან ძველია – ბაბუაჩე-
მისათვის უჩუქებია თავის ბაბუას ჩვენს ოჯახს ასეთი საგვარე –
ულო წესი ჰქონიათ, ოჯახის პირველ შვილიშვილს ბაბუა გადა-
სცემდა აი ამ საგვარეულო განძს. როგორც იცით მე ცოლშვილი
არა მყავს და შესაბამისად გამოდის, რომ ვერც შვილიშვილს გა-
დავცემ ამ ოქროს ძეწკვს, მაგრამ მე მყავხართ თქვენ – რომლებიც
ჩემთვის შვილებიც და შვილიშვილებიც ხართ. ამიტომ ამ
საგვარეულო განძს გადმგცემთ თქვენ და დარწმუნებული ვარ
თქვენ უკეთ უკვდავყოფთ ჩემს სახელს ვიდრე ნებისმიერი ჩემი
შვილიშვილი შეძლებდა ამას.
ისევ გაისმის ტაში და ბულაფო ისევ სთხოვს გაჩერებას. ტაში უცბადვე წყდება )
ბულაფო ბილი : – ძალიან გთხოვთ ეს ბაჯაღლო ოქროს ძეწკვი აუქციონზე გაიტა
ნოთ, ამით თქვენ გაცილებით დიდ მოგებას მიიღებთ ვიდრე ეს
ანტიკვარი ღირს. მე კი ღირსებას და პატივს მომატებთ.
ძეწკვს ბეჭედის გვერდით მაგიდაზე დებს და ჯდება. გაისმის ხანგრძლივი ტაში.
ფეხზე დგება ქალაქის მერი – ჯონ ტუტიკონი. ტაშის მინელება – შეწყვეტას და –
ელოდება და იწყებს სიტყვის თქმას
ჯონ ტუტიკონი : – პატივცემულო საზოგადოებავ. მე როგორც ქალაქის მერი მთელი
ქალაქის სახელით გულწრფელად მივესალმები დღევანდელ წამო-
წყებას და შემოგწირავთ ამ ორი ძვირფასი საჩუქრის ტოლფას
თანხას. ამავე დროს ჩემი პირადი იურისტი და პირადი ფინანსი-
სტი ნებისმიერ დროს უფასოდ გაგიწევთ თქვენთვის საჭირო ფინა-
ნსურ და იურიდიულ მომსახურებას როგორც ორგანიზაციას ასევე
თითეულ პიროვნებას. ასევე ქალაქის მერიაში დავაყენებს საკითხს,
რომ იმ ქუჩას რომლითაც თქვენ ყოველდღე შემოდიხართ ქალაქში,
ეწოდოს გურიის რესპუბლიკის ქუჩა.
გაისმის ტაში და შეძახილები ბრავო, ბრავო მერს . . . ტუტიკონი ჯდება, წამოდგება
გუბერნატორი და ყველანი გაისუსება. იასონი ხმამაღლა გამოაცხადებს
იასონი: – სიტყვა ეძლევა ჩვენი შტატის გუბერნატორ , ბატონ რიჩარდ ჯონსონს
რიჩარდ ჯონსონი: – ქალბატონებო და ბატონებო.მინდა პირდაპირ გითხრათ, რომ
მე ჩემი სამსახურებრივი მდგომარეობით, სახელმწიფო და პარტი-
ული წყაროეით მეგონა თითქოს სრულყოფილ ინფორმაციას
ვფლოობდი რუსეთის იმპერიის შესახებ, მაგრამ მას შემდეგ რაც
მოჯირითე გურულები გავიცანი და დავუახლოვდი მივხვდი, რომ
ჩემი წარმოდგენა რუსეთზე, იქ შემავალ ხალხებზე და მით უმეტეს
ქართველ ერზე აბსოლიტურად არასრულყოფილია. ამერიკას დღეს
მეტ-ნაკლებად ყველა იცნობს, აი ქართველებს კი, მითუმეტეს გუ-
რულებს თითქმის არავინ. ამიტომ ვფიქრობ თქვენი სათვისტომოს
უპირველესი ამოცანა არა მატერიალური ქონების დაგროვება,
არამედ თქვენი ცნობადობის, საქართველოს ცნობადობის გაზრდაა
არა მარტო ამერიკაში, არამედ ევროპასა და დანარჩენ მსოფლიოში.
ეს საკმაოდ რთული მისიაა და დიდ ფინანსურ-მატერიალური და
ადამიანურ რესურსებს საჭიროებს, ამიტომ მე უპირველეს ყოვლისა
შევეცდები ამ მიმართულებით უანგაროდ დაგეხმაროთ და სადაც
კი ხმა მიმიწვდება ყველას გავაცნობ თქვენ თავს, ყველას
მოვუწოდებ გაიღონ შემოწირულობა თქვენი სათვისტომოსათვის.აქ
დამსწრე ჟურნალისტებს კი ვთხოვ და ვურჩევ რაც შეიძლება მეტი
ინფორმაცია მოიძიონ და გააშუქონ საქართველოს შესახებ. მზად
ვარ საქართველოზე სრულყოფილი ინფორმაცისს მოსაძიებლად პი
რადი სახსრებით დავაფინანსო საუკეთესო ისტორიკოსის, გეოგრა-
ფის და ჟურნალისტის მოგზაურობა საქართველოში.
ჩვენთან აქ ამერიკაში უამრავი ქვეყნის წარმომადგენელები ცხო –
ვრობენ, მათი უმეტესობა თქვენზე ბევრად მრავალრიცხოვანი არიან
მაგრამ როგორც ვიცი ჯერჯერობით მხოლოდ თქვენ მოგივიდათ
აზრად გეზრუნათ არა მარტო თქვენს პირადულზე, არამედ ზოგა-
დად თქვენი სამშობლოს კეთილდღეობაზე.
ჩვენ ინგლისური წარმომავლობის ამერიკელებს ბევრი რამ გვაქვს
საამაყო, მაგალითად თუნდაც ის, რომ ჯერ კიდევ მე 18 ე საუკუ-
ნეში ინგლისში კანონით აიკრძალა ძაღლების წაჩხუბება და ეს მა-
რთლაც დიდებული საქმეა ცხოველთა დაცვის კუთხით, მაგრამ ეს
მიღწევა უფასურდება როცა გაიგებ, რომ საქართველოში მე 18 სა –
უკუნეში კი არა აქ მყოფ ქართველებს დღემდის ვერ წარმოგიდგე-
ნით რატომ უნდა წააჩხუბოთ ძაღლები და რატომ უნდა აწვალო
ცხოველები. მიმაჩნია რომ თქვენ ყველაზე მშვიდობის მოყვარე და
.ჰუმანური ერი ხართ დედამიწაზე.
ჩვენთან ამერიკაში მხოლოდ ეხლა იწყება ბრძოლა ქალთა უფლე-
ბების დასაცავად, მაშინ როცა თქვენ ქართველებს ჯერ კიდევ მე
12 ე საუკუნეში გყავდათ ქვეყნის უმაღლეს მმართველად ქალი და
მას მეფე უწოდეთ. მსოფლიოს ბევრ ქვეყანას ყავდა ქალი
მმართველები, მაგრამ მათ – დედოფალი ეწოდებოდა და მხოლოდ
ქართველებმა მსოფლიოში პირველმა და ერთადერთმა მიანიჭეს
ქვეყნის მმართველ ქალს, მამაკაცის სტატუსი — მეფე. ამაზე მეტი
ქალთა უფლებების დაცვა, ქალთა თანასწორობა ალბათ წარმო –
უდგენელია.
ეხლა უკვე ვიცი , რომ საქართველოში იღებს სათავეს მედიცინის
ისტორია, რკინისა და ფერადი ლითონების მოპოვება და კიდევ
უამრავი მნიშვნელოვანი რამ. აღარაფერს ვამბობ თქვენს ღვთიურ
საჭმელებს და სასმელებზე. თამამად შემიძლია ვთქვა – მიეცი ქა-
რთველებს შესაძლებლობა და ისინი ცხოვრების ნებისმიერ სფერო-
ში სასწაულებს მოახდენენ. ჩვენმა სახელოვანმა შოუმენმა თქვენ
მოგცათ შესაძლებლობა თავი გამოგეჩინათ თქვენი უნიკალური სა-
ნახეობითი ხელოვნებით, მე კი თავს ვალდებულად ვთვლი ხელი
შევუწყო თქვენი ქვეყნის, თქვენი ხალხის შესაძლებლობების სრულ
გამოვლენას ცხოვრების ყველა სფეროში და ამისათვის მე არ
დავზოგავ ჩემს შესაძლებლობებს. უპირველეს ყოვლისა დავუკავში-
რდები ჩემს გავლენიან მეგობრებს როგორც პარტიის შიგნით,
ასევე სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებში. მტკიცედ ვარ დარწმუ-
ნებული რაც უფრო მეტი ამერიკელი, რაც უფრო ადრე შეიცნობს ქა
რთველობისა და საქართველოს სწორუპოვარ მნიშვნელობას
ამერიკისა და ზოგადად მთელი მსოფლიოსათვის, მით უფრო მალე
დადგება საქართველოს აღორძინებისა და თავისუფლების ეპოქა.
ქართველების მაღალი ზნეობრიობა და სულიერი სამყარო,
ამერიკულ საქმიან გაქანებასთან ერთად უზრუნველყოფს კაცობრი-
ობის ნათელ მომავალს. ამიტომ მე სამუდამოდ თქვენთან ვიქნები.
მართალია რუსეთის იმპერიაში თავისუფლების პირველმა მერცხალმა
— ,, გურიის რესპუბლიკამ’’ ფრთები ვერ გაშალა და გაზაფხული ვერ
მოიყვანა, მაგრამ ეს პრეცედენტი აუცილებლად გამოიწვევს ძვრებს
იმპერიის რღვევი ს საქმეში და ჩემამდის მოღწეული ინფორმაციით
დარწმუნებული ვარ რუსეთის რღვევა მალე დაიწყება და ჩვენ ყვე-
ლანი, უპირველესად ამერიკელები ევროპელებთან და მსოფლიოს
სხვა სახელმწიფოებთან ერთად თუ ვერ შევძლებთ დამოუკიდებელი
საქართველოს დაცვა-შენარჩუნებას, მაშინ ისევ ჩამოწვება გრძელი ღა
მე საქართველოში, რაც პირველ რიგში სწორედ ამერიკელების და
ევროპელების, სირცხვილისა და უნიათობის გამოვლინება იქნება.
ჩვენ არ უნდა დავუშვათ ეს, ვემზადოთ და მზად ვიყოთ საქართვე-
ლოს დამოუკიდებლობისათვი აი ეს არის ჩვენი ერთად ყოფნის
ღვთიური მისია და სწორედ ამიტომ ვარ მე დღეს აქ. გაგიმარჯოთ.
გუბერნატორი ჯდება. გაისმის მქუხარე ტაში და შეძახილები ბრავო, ბრავო …
გუბერნატორს გაუმარჯოს. დიდება საქართველოს . გუბერნატორი ისევ ადგება და
მადლობას იხდის. სხდომის ყველა დამსწრეც დგება და ყვავილებს თავს ზემოთ
აფრიალებენ. ეშვება ფარდა
მე 2 ე მოქმედების მე 2 ე სცენის დასასრული
პირველი სპექტაკლის დასარული
(გაგრძელება იქნება)