მტერმა კარგად იცოდა და იცის, რომ საქართველოს სისუსტეს, მხოლოდ საზოგადოებაში ბზარის გაჩენა იწვევს.
30 წელზე მეტია, რაც ეს ქვეყანა და მისი საზოგადოება, ერთი მიზნის ირგვლივაა გაერთიანებული.
ევროპული პერსპექტივა, როგორც ერთადერთი, ჩვენი დამოუკიდებულობის, სუვერენობის, იდენტობის, მრავალფეროვნების, ტოლერანტობის, მშვიდობისა და განვითარების გზა.
ამ 33 წლის მანძილზე, არაერთი კრიზისი, ვნებათაღელვა, განსხვავებული პოლიტიკური მოძრაობები იყო, თუმცა ამ ერთ მიზანს აქამდე, არავინ აყენებდა კითხვის ქვეშ.
საქართველოს ჯარმა, ყველაზე კარგად იცის, თუ ვინ არის მტერი და ვინ მოყვარე – ვინ ცდილობდა ჩვენს განადგურებას და ვინ დაგვეხმარა, ჩამოგვეყალიბებინა თანამედროვე თავდაცვის ძალები – საქართველოს ჯარმა იცის, რატომ ვიბრძოდით საერთაშორისო მისიებში, რამეთუ ჩვენი წვლილი და ღირსეული კონტრიბუცია შეგვეტანა გლობალურ უსაფრთხოებაში.
დღეს, ვიღაცებს სურთ, რომ ჩვენი 30 წლიანი მოკავშირეები და პარტნიორები წარმოადგინონ, როგორც რაღაც უცნობ და უსახო ომის პარტიად, რომელიც საქართველოს იწვევს ავანტიურაში თუ კონფრონტაციაში – ეს არის დიდი ტყუილი და მავნებლობა.