“თურქეთს….მხარდაჭერის იმედით…საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია…როგორც ადრე…თურქეთი ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას”-მიხეილ სააკაშვილი

“თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია. მასპინძლების პასუხი იყო, რომ ყველაფერი მშვიდობიანად და ქართველი ხალხის ინტერესების სასარგებლოდ უნდა დამთავრდეს.” – ამის შესახებ  მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“2004 წელს ასლან აბაშიძემ დანარჩენ საქართველოსთან გაწყვიტა კავშირი, ისევე როგორც, დღეს ოლიგარქმა პროგრესულ სამყაროსთან ურთიერთობა. მაშინ ბათუმში ჩასულმა თურქეთის დელეგაციამ ქართველი ხალხის მხარე დაიჭირა და ასლანს აჭარის დატოვება მოუწია.

ამჯერად თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია. მასპინძლების პასუხი იყო, რომ ყველაფერი მშვიდობიანად და ქართველი ხალხის ინტერესების სასარგებლოდ უნდა დამთავრდეს.

თურქეთი როგორც ყოველთვის საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების მომხრედ რჩება და როგორც ადრე, ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას.” – წერს მიხეილ სააკაშვილი “ფეისბუკში”.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share