მთავარი-პორნო ვარსკვლავის სტორმი დენიელსის საქმეში ნაფიცმა მსაჯულებმა ტრამპი დამნაშავედ სცნეს
მცირე ანალიზი
ნაფიცმა მსაჯულებმა ტრამპი 34 ვე პუნქტში დამნაშავედ სცნეს.
მანჰეტენის სასამართლოში მიმდინარე ისტორიული პროცესიდან ტრამპი გახდა პირველი ამერიკელი ექს პრეზიდენტი რომელიც სისხლის სამართლის საქმეში სასამართლომ დამნაშავედ სცნო
საქმის მოსამართლე მერჩანი ამ ამბავს სასამართლოში და შესაბამისად ვერდიქტს 11 ივლისს გამოაცხადებს
ცნობისათვის ეს განაჩენი ვერ შეუშლის ხელს ტრამპს კენჭი იყაროს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში
ვინაიდან ტრამპი პირველად სცნეს ასეთ საქმეზე დამნაშავედ და გასათვალისწინებელია მისი ასაკიც დიდი ალბათობით მას მოსამართლე ციხეში არ ჩასვამს, მაგრამ საინტერესოა რომ პრეზიდენტადაც გახდომის შემთხვევაში ტრამპს არ შეუძლია შეიწყალოს საკუთარი თავი რადგან ამერიკული კანონმდებლობით პრეზიდენტის შეწყალებები ვრცელდება მხოლოდ ფედერალურ საქმეებზე.
არაა გამორიცხული რომ ტრამპი ჩასვან კიდეც ციხეში
დასავლელი ექსპერტების განცხადებებით რუსეთის ეკონომიკა სულ უფრო და უფრო ჩამორჩება უკრაინაში ამ ქვეყნის წარმოებული ომის ტემპებს და რამდენიმე თვეში მათი ჩამორჩენა იმდენად თვალშისაცემი იქნება რომ ეს ბრძოლის ველსაც დაეტყობა-მაგალითისათვის-რუსეთი ვეღარ ახერხებს განადგურებული სამხედრო ტექნიკის ჩანაცვლებას-ასევე უკვე თვალშისაცემია და რამდენიმე თვეში აშკარად გამოჩნდება პრობლემები რუსეთის არმიაში ცოცხალ ძალასთან დაკავშირებით-განსხვავებით რუსეთისაგან-უკრაინას დასავლეთის დახმარებით სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების პრობლემა არა აქვს და პერსპექტივაში ეს მაქსიმუმზე ავა-ასევე გვარდება უკრაინის არმიაში ცოცხალი ძალის პრობლემა..
ამერიკის კონგრესის მიერ დამტკიცებული 61 მილიარდი დოლარიდან პირდაპირ უკრაინის ბიუჯეტში 9 მილიარდი მოხვდება
ამერიკაში დაიწყეს დანარჩენი თანხების ფარგლებში ორი სამხედრო მრეწველობის ქარხნის მშენებლობა მათ შორის ერთი ტეხასში, ხოლო დაკონსერვებული სამხედრო ქარხანა არკანზასში ამ დღეებში განაახლებს ფუნქციონირებას მოხდება რა მისი რეკონსერვაცია
ძირითადად ეს ქარხნები გამოუშვებენ 155 მილიმეტრიანი საარტილერიო დანადგარების ჭურვებს
ამასობაში გრძელდება უკრაინისათვის სანხედრო დახმარებები ევროპელი მოკავშირეებიდან. გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ბორის პისტორიუსის თქმით ამ ქვეყნის მორიგ დღევანდელ პაკეტში უკრაინას გადაეცემა ნახევარი მილიარდის ღირებულების სამხედრო ტექნიკა და იარაღი-მათ შორის ძირითადად ირისის საზენიტო დანადგარები
ნატოს გენერალური მდივნის ახალი ინიციატივით მოკავშირეები საკუთარ თავზე აიღებენ ვალდებულებას ყოველწლიურად უჯრაინას სამხედრო ხარჯებისათვის 40 მილიარდი ევრო გადასცენ
კიევს მოკავშირეებმა მისცენ უფლება გადაცემული იარაღი ამ ეტაპზე გამოიყენონ მხოლოდ ხარკოვის მიმართულებაზე-ანუ საუბარია ბელგოროდის ოლქზე-საიდანაც იბომბება ხარკოვი-დანარჩენ მიმართულებებზე ნებართვის მიცემა არ მიცემაზე, ამ დღეებში კიევიდან ვაშინგტონში დაბრუნებული სახელმწიფო მდივანი ბლინკენი ბაიდენთან იმსჯელებს