მოქალაქეების დაშინების მცდელობა გრძელდება – ამჯერად განცხადებას გიორგი უშიკიშვილი “>ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ 31 მაისს მანქანა აედევნა.
“დღეს იგივე ადამიანი მწერს “ფეისბუქზე” და მახსენებს გუშინდელი ინციდენტს” – აცხადებს მომღერალი და იქვე დასძენს, რომ ავტომობილში მყოფმა პირმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
გიორგი უშიკიშვილი საგამოძიებო ორგანოს მოუწოდებს, რომ მომხდართან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყოს, რადგან მისი თქმით, ფაქტი დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
”გუშინ ქალაქში მანქანა ამედევნა, შუშა ჩამოწია და პირდაპირ გინება დაიწყო. დღეს იგივე ადამიანი მწერს ფეისბუზე და მახსენებს გუშინდელი ინციდენტს. როგორც წესი, ძალიან მშვიდი ვარ და პროვიკაციაზე ჩემი წამოგება საკმაოდ რთულია. რა პერიოდი აღარ გამომივლია და ასეთი რამ პირველად მოხდა ჩემს ცხოვრებაში. ჩემი დაშინების მცდელობა, რომ შემდეგ ქვეყანას ვუღალატო, შეუძლებელია!
P.S პირადში მწერს, რომ არ მოსწონს ჩემი პოზიცია ქვეყნის ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით.
წესით, ასეთ ფაქტზებზე, უნდა ინტერესდებოდნენ შესაბამისი სამსახურები. მითუმეტეს, როდესაც პირადი შეტყობინება და მომხდარი ფაქტი შეიცავს დანაშაულის ნიშნებს”, – წერს გიორგი უშიკიშვილი.