ზოტის ხეობა

ზოტის ხეობა
.
ზოტის დასახელება შესაძლებელია საქართველოში ადრე გავრცელებულ სახელს ზოტიკეს (ზოტიკელი) უკავშირდებოდეს, ასევე საქართველოში არის ამ სახელიდან წარმოშობილი გვარიც ზოტიკაშვილი. სახელის გავრცელება წმინდა მოწამე ზოტიკეს უკავშირდება. წმინდა მოწამეები ზოტიკე, დასი და გაიუსი (გაიოზი) 303 წელს ერთი გადმოცემით სასახლისათვის ცეცხლის წაკიდების ცრუ ბრალდებით აწამეს, შემდეგ კი ზღვაში დააღრჩვეს. მეორე გაცემის მიხედვით კი რომალებმა ისინი კერპის დანგრევის გამო აწამეს.
.
ზოტთან და კერპთაყვანისმცემლობასთან დაკავშირებით იოსებ მეგრელიძეს 1932 წელს აქვს ჩაწერილი საინტერესო ისტორია ზოტთან არსებული ღომის ციხის შესახებ – „მწყემსები ამბობენ, რომ „ღომის ციხიდან“ ახლოს არის ერთი ადგილი, რომელსაც „ვარდიან ქვას“ უწოდებენ. მათივე თქმით ამ ადგილზე არის ქვასვეტი რომელზეც ჩამოკიდებულია რკინის ჯაჭვი.“
.
არსებობს ცნობები, რომლთა მიხედვით ქრისტიანობამდელ სალოცავებში იყო თავისივე ნებით მიჯაჭვული შიშველი კაცი, ანუ ეს ჯაჭვი ასრულებდა ე.წ. “ხატის უღელის” ფუნქციას, რომლის გაკეთებითაც ხდებოდა აღთქმის დადება ღვთაების წინაშე. ასევე ამ ჯაჭვებთან დაკავშირებით არის გადმოცემები, რომ გემს აბამდნენ და ეს ყველაფერი თავისი არსით შეიძლება წაღვნასთანაც იყოს დაკავშირებული, ასეთი გადმოცემები ადრე თითქმის გურიის ყველა სოფელში არსებულ მთასთან დაკავშირებით არსებობდა.
.
მეგრელიძეს ასევე ზოტთან ახლოს აღწერილი აქვს სამხრეთ საქართველოში გავრცელებული დარანების მსგავსი ნაგებობა – „აღმოსავლეთ გურიაში ასევე აღსანიშნავია ერთი ნაგებობა, რომელიც მდებარეობს გურიისა და ახლციხის საზღვართან ახლოს მთაზე სახელად „ღომის ციხე“, მთაზე არის სამი პრიმიტიული მიწისქვეშა ნაგებობა, რომლებიც აშენებულია უზარმაზარი დაუმუშავებელი ქვის ლოდებით, კედლის წყობა ციკლოპური ტიპისაა. მწყემსები ამ ნაგებობებს „ოდიებს“ (სასახლე, სახლი) უწოდებენ.“
.
რაც შეეხება ზოტთან ახლოს არსებულ „ღომის ციხეს“ მის შესახებ სპეციალისტთა შეფასება ვე ვნახე, მაგრამ ზოგიერთი ისტორიკოსის აზრით გურიის აღმოსავლეთით მდებარე ციხესიმაგრეები ასკანა, ბუკისციხე, შუხუთის ციხე, ტოლების ციხე, ელიას ციხე, ღომის ციხე და ა.შ. ბიზანტია-სპარსეთის დაპირსპირების პერიოდში (მე-4 მე-6 საუკუნეები) უნდა იყოს აშენებული, რომლებიც შორაპნის და სკანდეს ციხესთან ერთად ქმნიდნენ ბიზანტილების დამცავ და სასიგნალო სიმაგრეთა ჯაჭვს.
.
მაშურკოს მიერ 1894 წელს გამოქვეყნებული მასალის მიხედვით ზოტთან ახლოს გუბაზეულის ხეობაში არსებობდა ადგილი სადაც ფული იყო დაფლული, რომელსაც ხალხი ხელს ვერ ჰკიდებდა, ანუ ეს ადგილი გახლდათ უძველსი საკულტო ან/და შესაწირი დანიშნულების – „ჩოხატაურთან ახლოს მდინარე გუბაზეულის აყოლებაზე, არის ზოტის ხეობა, ამ ხეობიდან მდინარის დინების ზემოთ ორი ვერსის მოშორებით დგას ორი ნაძვი, მათ ძირიში კი არის ორი ჯვარი. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ამ ჯვრებთან ახლოს მიწაში ჩაფლულია უძველესი მონეტები, მაგრამ მოსახლეობა ამ მონეტებს არ ეძებს და რომც ნახონ ხელს არ მოჰკიდებენ, რადგანაც მათი აზრით ის ვინც მონეტას ხელში აღებს იმავე ხელს დაკარგავს.“
.
აღსანიშანვია, რომ არქეოლოგიური მასალის მიხედვი მთიანი გურია რეგიონი ადრეულ ეპოქაში საკმაოდ მჭიდროდ ჩანს დასახლებული. ძირითადად ყურადღების სფეროში ექცევა ამ მხარის ბრინჯაოს ხანაში სამოსახლოდ ათვისების საკითხი. თუმცა მთიანი გურია დასახლებული უნდა იყოს ქვის ხანიდან მოყოლებული. ანუ დღევანდელი გურიის ტერიტორიის მთიანი ნაწილი უფრო ადრეულ ეპოქაშია დასახლებული ვიდრე გურიის ბარი და მთიან გურიაში დასახლებები უნდა მომხდარიყო სამხრეთ საქართველოდან. სწორედ ამ არეალში შედის ზოტიც, სადაც უძველს სამოსახლო ნაშთებთან ახლოს მიკვეულია სამთამადნო წარმოების კვალი,კერძოდ სპილენძის საბადოებთან ახლოს: ზოტი (მდ. გუბაზეულის ხეობა და ბარამიძეების წყალი);
.
P.S. დასახელება ზოტთან დაკავშირებული საინტერესო პარალელები: ბერძნული ί̓σος – იზოს (ან „იზოპ“) – ქართულად თანაბარი, ტოლი); არაბული ذات ზეტუ – ქართულად მე ან თავად;
.
– М. Машурко: Сборникъ матеріаловъ для описанія мѣстностей и племен Кавказа. 1894 г. №18.
– И. В. Мегрелидзе – Лазский и Мегрельский слои в Гурийском (1938);
– დომენტი ქორიძე – კოლხური კულტურის ისტორიისათვის: არქეოლოგიური მასალები 1965 წელი;
– გივი ინანიშვილი, ლერი ჯიბლაძე – კოლხეთის ბრინჯაოს წარმოების ისტორიისათვის 2019 წელი;
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share