“მთავარი არხის” ჟურნალისტ და “გურიის მოამბია” დამფუძნებელზე, ლადო მენაბდეზე თავდასხმის საქმესთან დაკავშირებით სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო, ჟურნალისტი გამოკითხვაზეა დაბარებული და ის უწყებაში დღესვე გამოცხადდება. გადაცემა “დღის სტუმარში” მან ისაუბრა იმ სიუჟეტთან დაკავშირებით, რომლის მოსამზადებლადაც სუფსაში იყო ჩასული, სადაც შემთხვევა მოხდა.
“მთავარს” წყაროებმა მიაწოდეს ჩანაწერი, სადაც პოლიციის მაღალჩინოსნის შვილი ე.წ. კანონიერი ქურდებით ემუქრება პოლიციელებს, რომლებმაც ის უკანონო ქმედების დროს დააკავეს. მოგვიანებით ის გაათავისუფლეს. “მთავარი” აღნიშნულის გადამოწმებას ცდილობდა. საუბარია გოჩა ჟღენტზე, რომელიც წლები იყო ლანჩხუთის და შემდეგ ოზურგეთის პოლიციის უფროსი. როცა ოზურგეთის პოლიციის უფროსი დანიშნეს, ჟღენტი შსს-დან დაითხოვეს, მაგრამ შემდეგ უკან დააბრუნეს. წყაროები “მთავარს” ეუბნებიან, რომ ის “ოცნების” დამფუძნებლის ძმის, ადიკო ივანიშვილის ოჯახთანაა დაკავშირებული.
ლადო მენაბდეს ექიმების დახმარება დასჭირდა, მათ ჰოსპიტალიზების რეკომენდაცია გასცეს:
“იყო სასწრაფო სამსახურის ბრიგადა, მითხრეს, რომ შაქარი იყო 400, წნევაც მაღალი იყო, მთხოვეს, რომ უნდა მომხდარიყო თავის არეში მიყენებული დაზიანებების გამო ჩემი ჰოსპიტალიზება. რამდენიმე მედიკამენტი მივიღე. ჰოსპიტალიზაციის რეკომენდაცია გამიწია ლანჩხუთი სასწრაფომ. შედგა პოლიციაში გასაუბრების ოქმი, მითხრეს, რომ საქმე არის სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები დამიკავშირდნენ მაშინ როდესაც მიმდინარეობდა პოლიციაში გასაუბრების ოქმის შედგენა. მთხოვეს სასწრაფოდ, დღეს მივსულიყავი ბათუმში, ვინაიდან სურთ მყისიერი მოქმედება და გამოძიება ჩაეტარებინათ საფუძვლიანი”, – თქვა ლადო მენაბდე.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ თავდამსხმელებიდან ერთ-ერთი სოფლის გამგებლის მოადგილეა